ამ გამარჯვებას აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ვუძღვნი - დავით ქირიამ რუსი მებრძოლი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აგვისტოს ქართველმა მებრძოლმა დავით ქირიამ ჩინეთში მიმდინარე Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხა.

ქირიამ მეტოქეს სამ რაუნდში ქულებით აჯობა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მოგების შემდეგ ქირიამ რინგზე ქართული დროშა ააფრიალა, ხოლო მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვნა.

"მადლობა უფალს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება მინდა, რომ მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს!!
დიდება უფალს!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!", - დაწერა ქირიამ "ფეისბუქზე".

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
სულ გამარჯვებული მენახე ჯიგარო.წარმატებები!
კახა ქირია
08 აგვისტო 2018 07:49
0
ნამდვილი ვაჟკაცები ასე იქცევიან,ხისთავიანი ჩაქუჩებისაგან განსხვავებით
სოსო
07 აგვისტო 2018 21:33
2
ღმერთმა გამარჯვებებით გატაროს დავით!!!....
არტაგი
07 აგვისტო 2018 15:49
0
ბრავო! გილოცავ! ძალიან მაგარი მებრძოლი და კარგი ადამიანი!
ვახო...
07 აგვისტო 2018 15:41
0
მიუძღვენი რა, რა გენაღვლება
საქართველოს შრომის კოდექსი
07 აგვისტო 2018 13:49
23
ტექნიკა კარგი აქვს. ბლოკები მომეწონა ძაან და სერიები კიდე.
ასეთი კარგი მებრძოლი თუ გვყავდა, არ ვიცოდი

წარმატებები!!
sg
07 აგვისტო 2018 12:46
0
Madloba shen am gamarjvebistvis da dideba ufals ro aseti vajkacebi yavs saqartvelos.
Bajo
07 აგვისტო 2018 11:51
1
შენ გენაცვალე დავიდ
qutaiseli
07 აგვისტო 2018 10:56
0
ღმერთმა გიკურთხოს მაჯვენა
temo
07 აგვისტო 2018 10:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული