ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა მიკვირს იცით ამ სპორტის დიდი მოყვარული არ ვარ ვინ მოიგებს ან წააგებს არ მაინტერესებს მაგრამ აქ რაღაც აქცენტებს რუსიო დაღესტანელიო რო აკეთებთ ბიჯო ქუჩაში გუშინ ყოველი მეორე მანქანიდან რუსული სიმღერების ხმა რო გამოდის ან ქორწილები ისე არ ჩაივლის რისული სიმღერა არ შესრულდეს ამაზე რას იტყვით დავხოცოთ ერთმანეთი?
dato
07 ოქტომბერი 2018 11:12
7
Midzuyna da atria chustivit masxara shoumeni magregori....
Emigranti
07 ოქტომბერი 2018 09:46
10
ოხ გენაცვალე ყველა ბლატნოის ადგილი მასე კუთხეშია აწი მოჭერილი ილაპარაკებს მაკგრეგორ როგორ ხარ?
ako
07 ოქტომბერი 2018 10:43
15
ჩრდილო კავკასიელია ეგ ხაბიბი და ეგენი ყველა თათრები არიან, გეკიდოთ უნდა ვინ მოიგებდა და ან ვინ წააგებდა, ორივე ერთია ჩვენთვის.
ხვიჩა
07 ოქტომბერი 2018 18:41
20
უნდა იცოდე, რომ ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობს ორი ეროვნების ხალხი: ერთია ჩამოსული თურქული წარმოშობის ხალხები, ხოლო მეორეა ადგილობრივი მკვიდრი კავკასიური მოსახლეობა. კავკასიელები გენეტიკურად ჩვენი ერთადერთი მონათესავე ხალხია მსოფლიოში (ბასკო-გასკონელებთან ერთად). ასე რომ სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი...
ზაალ
08 ოქტომბერი 2018 14:43
0
მაკგრეგორ დაღვინებას გისურვებ მოჯექი ბრატ.
ako
07 ოქტომბერი 2018 10:03
10
ვულოცავ ხაბიბს და ყველას გასაგონად დაღესტანელი და ჩეჩენი რო ძმობას გაგიწევს ისე არავინ იცის მსოფლიოში რაც შეეხება ომს ნაიომნიკი ყველა ერშია .
qartveli
07 ოქტომბერი 2018 09:56
42
მაგარ ძმობას გვიწევდნენ 92-93-ში აფხაზეთში
912
07 ოქტომბერი 2018 13:33
7
მაინც რუსია
912
07 ოქტომბერი 2018 09:53
28
გილოცავთ ყველას! შესანიშნავი იყო!
gio
07 ოქტომბერი 2018 09:57
21
წადი შვილო საიდანაც მოსულხარ და ცხვარი მწყემსე ისევ
ქაჯი ქაჯად დარჩება
07 ოქტომბერი 2018 11:13
24
ძაღლების ჩხუბი კანონითაა აკრძალული და ესენი ადამიანებს აჯოჯგნინებენ ერთმანეთს,ეს სპორტი არაა.სპორტია სადაც ტალახაძე,თუშიშვილი,ბასილაშვილი ასპარეზობენ.ეს სახეობა ხელმოცარული სპორტსმენების სასოწარკვეთილი თვითგამოხატულებაა.
cheroeli
08 ოქტომბერი 2018 15:19
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული