ფლოიდ მეივეზერი: ხაბიბი არაპროფესიონალურად მოიქცა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ფლოდ მეივეზერი ფიქრობს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ არაპროფესიონალურად მოიქცა, როცა მაყურებლებში გადავიდა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორთან, დილონ დენისთან იჩხუბა.

"ამ ბიჭს კარგად არ ვიცნობ, რომელსაც მაკგრეგორი შეხვდა, მაგრამ ვიცი, რომ მარცხი არ ჰქონია. მაკგრეგორი მტკიცე მეტოქეა, მაგრამ მისი მეტოქე გალიიდან გადმოხტა,მაყურებლებში გადავიდა და იქ მყოფ ხალხს ეჩხუბებოდა. ეს არაპროფესიონალურია.

ის დიდ ჯარიმას მიიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. როცა ზაბ ჯუდას ვეჩხუბებოდი, რინგზე დიდი გაწევ-გამოწევა მოხდა და ჯარიმაც დიდი იყო. თუ არ ვცდები, 7-ნიშნა ციფრი იყო.
თუ მებრძოლი გალიიდან ხტება და სხვა ადამიანებს ეჩხუბება, ჯარიმა ძალიან დიდი უნდა იყოს", - თქვა მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ კონორის დამარცხების შემდეგ ხაბიბი ოქტაგონიდან ამოხტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს, დილონ დენის ეჩხუბა. ხოლო მისი თანაგუნდელები კონორ მაკგრეგორს დაესხნენ თავს.

altხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

altკონორ მაკგრეგორი: შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა მოვიგეთ

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული