"მამაშენს ვთხოვე, მკაცრად არ დაგსაჯოს" - პუტინი ხაბიბს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი მამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინს შეხვდნენ.

ვლადიმირ პუტინმა რუს სპორტსმენს კონორ მაკგრეგორთან გამარჯვება მიულოცა.

"მართალია, რუსეთის სახელით არ ასპარეზობდი და ინდივიდუალურად იბრძოდი,  მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ბედი ყველგან გვაინტერესებს. ამ სპორტში წესები არ არსებობს, მაგრამ არსებობს მორალური წესები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან უნდა დაიცვა. მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაგსაჯოს. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ოჯახში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ლიმიტებს არ უნდა გავცდეთ, მაგრამ თუ თავს გარედან დაგვესხმიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველამ ერთად, საკადრისი
პასუხი უნდა გავცეთ", - განაცხადა პუტინმა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა 7 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართა.

გამარჯვებული რუსი სპორტსმენი ოქტაგონიდან გადახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებს თავს დაესხა.

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
გაუგებარია ქართველებს რატომ აუდუღდათ სისიხლი ამ ხაბიბზე თუ ვიღაც პუტინიჩზე?! რა მიზეზი გაქვთ, რომ კავკასიელია თუ რა?! გასული საუკუნეების ისტორია რომ არ იცით გასაგებია, ჩვენს თანამედროვეობაშიც ვერ ერკვევით? მეტი საგულშემატკივრო როგორ არ გაქვთ?! ცოტა აზრზე მოდით!!!
პაატა
17:27 11-10-2018
14
ნუ შეგვჭამეთ ამ ხაბიბათი სხვა არაფერი ხდება მსოფლიოში?
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული