ხაბიბმა განაცხადა, რომ UFC-სთან კონტრაქტს გაწყვეტს, თუ ისინი მის თანამემამულეს, ზუბაირა ტუხუგოვს გაათავისუფლებენ.
"მინდა UFC-ს მივმართო. რატომ არავინ გაათავისუფლეთ, როცა მათი გუნდი ავტობუსს თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დააზიანა? მათ იქ ვინმეს მოკვლაც შეეძლოთ. რატომ არავინ ამბობს ჩემი სამშობლოს, რელიგიის, ეროვნების და ოჯახის შეურაცხყოფაზე?
რატომ უნდა დასაჯოთ მხოლოდ ჩემი გუნდი, როცა ორივე გუნდი ჩხუბობდა? თუ იტყვით, რომ ეს მე დავიწყე, მე არ დაგეთანხმებით - მე მათი დაწყებული დავამთავრე.
იცოდეთ, რომ მასთან ერთად მეც დამკარგავთ. ჩვენთან რუსეთში ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ჩემი ძმის გამო ბოლომდე წავალ. თუ მის გათავისუფლებას მაინც გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, მეც გამომიგზავნოთ გაწყვეტილი კონტრაქტი. სხვა შემთხვევაში მე თავად გავწყვეტ კონტრაქტს", - დაწერა ნურმაგომედოვმა Instagram-ზე.
ხაბიბთან ბრძოლის შემდეგ კონორზე თავდასხმის ახალი კადრები გავრცელდა [VIDEO]
ხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს