"ჩემი გჯერათ? - ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს საბრძოლველად მოსკოვში იწვევს

AutoSharing Option
ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს საბრძოლველად მოსკოვში იწვევს. მისი თქმით, ის რუსეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა, ორთაბრძოლის ორგანიზებისათვის.

"რუსეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. ჩვენ მეივეზერთან ორთაბრძოლის შესახებ ვისაუბრეთ. გვინდა, რომ ბრძოლა მოსკოვში, "ლუჟნიკის" ლეგენდარულ მოედანზე გაიმართოს. ფედერაციაში დარწმუნებულები არიან, რომ 100 000 მაყურებელს შეკრებენ და ტრანსლაციის უფლების გაყიდვით მსოფლიო რეკორდს დაამყარებენ. და რაც ყველაზე მთავარია - მამაჩემი აქ იქნება, მოსკოვში ჩამოსვლას ვიზა არ სჭირდება. ფანებს კი მინდა ვკითხო: ჩემი გჯერათ თუ თქვენც გგონიათ, რომ კრივში ის მაჯობებს?" - დაწერა ხაბიბ ნურმაგომედოვმა
Instagram-ზე.

რუსმა მებრძოლმა ვეტერანი მოკრივე კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ გამოიწვია, მეივეზერმა კი მას საბრძოლველად ლას-ვეგასი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ფლოიდ მეივეზერი ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას.

altდაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა

altფლოიდ მეივეზერი: ხაბიბთან ბრძოლით 150 მილიონს გამოვიმუშავებ

altფლოიდ მეივეზერი: ხაბიბი არაპროფესიონალურად მოიქცა

მკითხველის კომენტარები / 2 /
უეჭველი წააგებ
grisha
23 ოქტომბერი 2018 19:39
1
მეივეზერი თქვენ ვინ გგონიათ, დილეტანტია, ყველაფერი ფულით ააქვს მოგებული. ვინმე ისეთი თუ შეხვდეა ვინც ფულზე არ გაიყიდება ეგრევე გააგორებს. დაიმახსოვრეთ ეს, ეხლა მაგას გონია ხაბიბს მაინც მოუგებს არ ეშინია თან გამწარებულია ამან რომ გამოიწვია ეგ რომ გაუბედა და კარგად კისრის მისამტვრევად აქვს აკრეფილი.
Specialist
23 ოქტომბერი 2018 22:30
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული