შალვა ოგბაიძის ფოტო
გუშინ, 18 დეკემბერს, კამპანია "ძლიერები არ ძალადობენ" ორგანიზებით საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი სპორტსმენების აქსესუარები გაიყიდა.
- გურამ კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური - 1200 ლარი
- გურამ კაშიას "ვიტესის" მაისური, რომელიც კლუბში ჩატარებულ ბოლო მატჩში ეცვა - 1100 ლარი.
- გურამ კაშიას ბუცები - 600 ლარი
- გურამ კაშიას "ვიტესის" კაპიტნის სამკლაური - 800 ლარი.
- ტოჩინოშინის ხელის ანაბეჭდი, პორტრეტი და ავტოგრაფი - 800 ლარი
- ტოჩინოშინის კიმონო და ქამარი - 3000 ლარი
- ტოჩინოშინის ფეხსაცმელი - 1100 ლარი
- ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი - 9000 ლარი
- ლაშა ტალახაძის ფინკა - 4000 ლარი
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინკა - 3000 ლარი
- გენო პეტრიაშვილის ფინკა - 2000 ლარი
- ვარლამ ლიპარტელიანის კიმონო - 1500 ლარი
- გურამ თუშიშვილის კიმონო - 2500 ლარი
- საქართველოს მორგაბეთა ნაკრების ბურთი მოთამაშეთა ავტოგრაფებით - 3000 ლარი
- ზაზა ფაჩულიას "დეტროიტის" მაისური ავტოგრაფით - 3100 ლარი
- გიორგი ჩაკვეტაძის "გენტის" მაისური - 2500 ლარი
- ანტუან გრიზმანის მაისური ავტოგრაფით - 2400 ლარი
- ერიკ აბიდალის მაისური - 2013 წელი. - 900 ლარი
სულ აუქციონზე 42 000 ლარი შეგროვდა, აღნიშნული თანხით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის ქართული სკოლის სპორტული დარბაზი გარემონტდება.
"გრიზმანის მაისური, ბასილაშვილის ჩოგანი, ტოჩინოშინის კიმონო" - 18 დეკემბერს სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების აუქციონი გაიმართება
მომზადებულია "ძლიერები არ ძალადობენ" ოფიციალური გვერდის მიხედვით.