კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო: გაიგეთ, როგორ დაისაჯნენ ხაბიბი და კონორი

AutoSharing Option
29 იანვარს შტატ ნევადის ათლეტურმა კომისიამ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ოქტაგონზე ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბი გალიიდან ამოხტა და ხალხში შევარდა, ხოლო ოქტაგონზე ხაბიბის მეგობრები შეცვივდნენ და კონორს შეუტიეს, რომელსაც უკნიდანაც კი დაარტყეს.

ინციდენტის ყველა მონაწილე: კონორი, ხაბიბი, მისი ძმა აბუბაქარი და სპარინგ-პარტნიორი ზუბაირა ტუხუუგოვი დააჯარიმეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

კომისია დისკვალიფიკაციის დროის ათვლას ინციდენტის დღიდან დაიწყებს, რომელიც 2018 წლის 6 ოქტომბერს მოხდა.

სასჯელი
  • ხაბიბი გალიიდან ამოხტა და დილონ დენის დაესხა თავს. ამის გამო მან 9-თვიანი
    დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 500 000 დოლარი მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ხაბიბმა კონორთან ბრძოლისთვის ოფიციალური ჰონორარი 2 მლნ დოლარი მიიღო, ათლეტური კომისიის ინფორმაციით კი, მებრძოლმა 5-6 მლნ დოლარი გამოიმუშავა. დისკვალიფიკაცია შესაძლოა ნახევარ წლამდე შეამცირონ, თუ ნურმაგომედოვი სოციალური რეკლამის გადაღებასა და გავრცელებაში დაეხმარება კომისიას, რომლის მიზანია სასწავლო დაწესებულებებში მოზარდებს შორის ძალადობის აღმოფხვრა.

თუ ხაბიბი გარიგებას დათანხმდება, მაშინ უკვე აპრილში შეძლებს გამოსვლას; თუ არა, მაშინ - ივლისში. ჟურნალისტი არიელ ხელვანი დარწმუნებულია, რომ მებრძოლი შემოდგომამდე ადრე მაინც არ იასპარეზებს, რადგან 5 მაისიდან 3 ივნისამდე რამადანია.

"არ მექნება იმედი, რომ ხაბიბი თავის მეგობრებზე ადრე დაბრუნდება. შესაძლოა, მან სულაც ერთი წელი არ იჩხუბოს".

  • მაკგრეგორმა აბუბაქარს დაარტყა და ამის გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და 50 000-დოლარიანი ჯარიმა მიიღო. მისი ოფიციალური ჰონორარი ხაბიბთან ჩხუბისთვის 3 მლნ დოლარი იყო, თუმცა თავად ირლანდიელი 50 მლნ დოლარზე ამბობდა. კონორი უკვე 6 აპრილიდან შეძლებს ჩხუბს.

  • აბუბაქარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი, რომლებიც გალიაში შეცვივდნენ და კონორს დაესხნენ თავს, ერთნაირად დასაჯეს: ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და 25 000 დოლარი ჯარიმა მისცეს.

  • კომისია აპირებს, ბრძოლამდე სპორტსმენების ქცევას დააკვირდეს: "ჩვენ დაგაჯარიმებთ და დისკვალიფიკაციას მოგცემთ იმის გამო, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და არა - რას აკეთებთ", - თქვა კომისიის თავმჯდომარე ენტონი მარნელმა.

ამ ყველაფრის შემდეგ ხაბიბის მენეჯერმა ხაბიბ ალი აბდელ-აზიზმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი ნურმაგომედოვს 750 ათასი დოლარი დაუჯდება, რადგან აბუბაქარისა და ზუბაირას ჯარიმებსაც გადაიხდის და ასევე, 200 ათას დოლარს ადვოკატს მისცემს.


"ეს უსამართლობაა. ხაბიბი ნახევარი მილიონით დააჯარიმეს, კონორი კი 50 ათასით? რა სისულელეა", - თქვა აზიზმა.

აქვე გეტყვით, რომ UFC 229 პრომოუშენის სარეკორდო ტურნირი გახდა შემოსავლის მიხედვით - 86.4 მლნ დოლარი. ასევე ორგანიზაციის რეკორდი დასწრების მხრივაც გახდა - 20 000 ადამიანზე მეტი და ბილეთების გაყიდვიდან ლას-ვეგასში - 17.1 მლნ დოლარი.

altკონორმა ხაბიბს ჩაარტყა და შეუტია - მებრძოლების აწონვის პროცედურა შედგა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

altკონორ მაკგრეგორი: შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა მოვიგეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული