რუსეთს შესაძლოა ყველა მთავარ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა აუკრძალონ. მათ შორის, მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ამის მიზეზი, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, მოსკოვის მიერ სააგენტოსთვის გადაცემული ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში აღმოჩენილი "შეუსაბამობებია".
"არსებობს ეჭვი, რომ მონაცემები წაშლილია. ჩვენ გვჭირდება, აგვიხსნას რუსულმა მხარემ, რა ხდება", - განაცხადეს ანტიდოპინგურ სააგენტოში.
რუსეთის სპორტის მინისტრი კი აცხადებს, რომ მათ ვერ გაიგეს, რა შეუსაბამობებზეა საუბარი.
"ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტები ორივე მხრიდან უკვე თანამშრომლობენ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაგრძელებთ ყველა საჭირო დახმარებას ამ
პროცესში", - განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა.
მოსკოვს მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აღმოჩენილი "შეუსაბამობების" განსამარტად სამი კვირა აქვს.