2019 წლის მსოფლიოს 5 საუკეთესო კომპიუტერული სპორტული თამაში

AutoSharing Option
მსოფლიო მასშტაბით, კომპიუტერული თამაშები გართობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა და ყოველწლიურად თამაშების შემქმნელები უფრო მეტ სიურპრიზს გვთავაზობენ. წლიდან წლამდე კი მათი შემოქმედება უფრო დახვეწილი ხდება და რეალობას ემსგავსება.

კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია სპორტული თამაშები, რომელსაც ყველა თამაშობს, ეს თვით სპორტსმენი იქნება თუ მოყვარული.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა შესაბამისი აქსესუარები, რათა უფრო რეალისტური გახადო ვირტუალური სამყარო, რომელიც ასე ძალიან გაინტერესებს.

ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ 2019 წლის საუკეთესო სპორტულ თამაშებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ და გამოსცადოთ:

5. ტოკიოს ოლიმპიური
თამაშები 2020

Sportall.Ge

კომპანია "სეგა" 1990 წლიდან ოლიმპიადის კომპიუტერულ თამაშს აწარმოებს და ყოველწლიურად უფრო დახვეწილს ხდის. ამ თამაშში კი შეგიძლიათ ყველა სპორტით დაკავდეთ, რაც ოლიმპიადაზეა: გახდეთ მოკრივე, ფრენბურთელი, ჩოგბურთელიც და ა.შ.

თამაში საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრი რამის საშუალებას იძლევა. ეს არ არის თამაში, რომელსც კლავიატურაზე სამი ღილაკის გამოყენებით ითამაშებთ. აქ უფრო მეტი სისწრაფეები და რაც მთავარია, ლოგიკური აზროვნებაც გჭირდებათ.

4. NBA 2K20

Sportall.Ge

თუ ასარჩევად მექნება სპორტული თამაშები, მე პირადად NBA-ს ავირჩევდი. ეს თამაში დახვეწილობასთან და რეალობასთან მაქსიმალურად ახლოსაა. რაც მთავარია, თითოეულ მოთამაშეს თავი პარკეტზე ჰგონია, თითოეული ბურთის ჩაგდება კი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და გამჭრიახ გონებას მოითხოვს.

შეგიძლიათ საკუთარი გუნდი გყავდეთ ან კალათბურთელი, რომელსაც კარიერას აუწყობთ და ლეგენდად აქცევთ. რაც მთავარია, თამაშს იმდენად ძლიერი გრაფიკა აქვს, გაგიჭირდებათ მისი რეალურისგან განსხვავება.

3. Gran Turismo Sport

Sportall.Ge

უამრავი რბოლის სიმულაცია არსებობს, თუმცა 2019 წელს გამოსულ თამაშებს შორის ეს საუკეთესოა. რაც ამ რბოლებს გამოარჩევს, ეს ონლაინთან კავშირია.

ეს არ არის ქუჩური რბოლები, სადაც მანქანები ინფრასტრუქტურას ლეწავენ. ეს არის სპორტულ გზებზე არსებული რბოლები, რომლის ხმაც იმდენად რეალისტურია, აუცილებლად საჭიროებს გამართულ ყურსასმენებს, რათა მაქსიმალურად გამოიმუშაოთ ადრენალინი.

2. PES 2020

Sportall.Ge

ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, თუ რატომ დავაყენე PES 2020 მეორე ადგილზე. თამაში, რომელიც ერთ დროს მუდმივად ლიდერობდა საკუთრ სახეობაში.

2019 წლის საფეხბურთო სიმულაციას ქართველებისთვის დიდი დატვირთვა აქვს, რადგან როგორც იქნა, 2020 წლის ვერსიაში საქართველოს ნაკრებიც იქნება.

ამის შესახებ კი გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამცნო:

"მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ".

1. FIFA 2020

Sportall.Ge

საფეხბურთო თამაში, რომელიც ბოლო წლებია გაყიდვების ლიდერია და გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარი გასართობია.

ძალიან ბევრი ფოტო არსებობს, სადაც მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეებიც "ფიფას" თამაშით არიან დაკავებულნი. არც სუპერვარსკვლავებია გამონაკლისი: მესი, რონალდო, ნეიმარი და ა.შ.

თამაშს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. თქვენ შეგიძლიათ ფეხბურთი ონლაინშიც ითამაშოთ და ვირტუალურ მეტოქეებს გაეჯიბროთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული