მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მთავარმა კრებამ გაითვალისწინა სანქციების დეპარტამენტის რეკომენდაცია და რუსეთს 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
სხდომა დღეს, 9 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული.
გარდა დიდ ტურნირებზე მონაწილეობისა, მომავალი 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ უმასპინძლებს. პლუს, რუსი ჩინოვნიკები ვერ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს და რუსული მხარე ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას გა
დაიხდის.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ისინი დაშვებული იქნებიან სხვადასხვა თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე.
აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოძიების შედეგებით იყო განპირობებული. გამოძებამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპორტსმენების ანტიდოპინგური შემოწმების შედეგებს მალავდნენ და აყალბებდნენ.
რუსულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომავალი 21 დღის განმავლობაში აქვს.
პროლოგი - "ხელს ვერ გახლებს ჩემო ჭრელა, დათვი-მგელი-ტურა-მელა! აბა ვინმე გაგეკაროს, თავში ჩავცხებ კომბალს ყველას!"
ეპილოგი - "სამართალმა პური ჭამა!"
რაც რუსებს ქართველი ტალანტები და ფეხბურთელები ყავთ დასამარებული გაფუჭებული - რუსული სპორტი საერთოდ უნდა მოისპოს.
ვარჯიშზე მოჩეხეს ტრავმა დაუმატეს. ოთარ მარცვალაძის და გოჯა ხოჯავას ბანდამ 7 ქართველი იყვნრნ 3 რუსული გუნდი ამოათრიეს პრემიერლიგაში ზედიზედ და ყველა ქართველი სამივე გუნდიდან გამოყარეს. ეგ ის მარცვალაძეა ხორვატია რომ დაგვამარცხებინწ გოგუა რომ გოგუაა მაგასაც სელტიკიდან მოწვევა დაუმალეს. ასათიანს რა უქნეს აღარ გახსოვთ ბოლოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს იმენა ნაგლად გამოაგდეს. კიდე ბევრი, ვინ გაიხარა საერთოდ ქართველმა ფეხბურთელმა ერთი დაასახელეთ ჩაალპეს სუყველა ევროპაში არ გაუშვეს. ჯერ კიდევ მიხეილ მესხს რომ მსოფლიოს ნაკრებში ნაკრებში მიწვევას უმალავდნენ ყიფიანი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიყავდათ თქვენ საიდან ჩამოფრინდით ბიძია რეებს ვერ იხსენებთ