"ჩელსი" 19 წლის თინეიჯერში 120 მილიონს იხდის - 22 დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. რუსული გამოცემის მიხედვით, ჯანო ანანიძე მალე შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს.

2. 3 ძელი, 0 გოლი - "რეალი" "ბარსელონას" ვერ დაეწია.

3. თორნიკე შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ბასკონიას" ვერ უშველა.

4. "ლაციომ" ისევ დაამარცხა "იუვენტუსი" და სუპერთასს დაეუფლა.

5. "ჩელსიმ" "ტოტენჰემი" ვილიანის დუბლით დაამარცხა.

6. "გენტი" ლიდერს დაუზავდა - ქვილითაია შეცვლაზე შევიდა, ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო.

7. არც მეტი, არც ნაკლები - "მილანი" "ატალანტასთან" განადგურდა - 0:5.

8. კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" გამოემშვიდობა: ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული.

9. აფრიკაში წლის ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები
დაასახელეს.


10. "მაკრატელა" საჯარიმოს გარედან - მაკარიძის თანაგუნდელმა "ბენფიკას" უცნაურად ლამაზი გოლი გაუტანა.

11. ზინედინ ზიდანმა ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

12. "ინტერის" 17 წლის ფორვარდმა გატანილი გოლი დედასთან ჩახუტებით აღნიშნა.

13. ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მზად არის, ინგლისის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევ ჯეიდონ სანჩოში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული