პორტუგალიის ლიგის თასის შეხვედრაში გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალმა" საკუთად კედლებში ლისაბონის "ბენფიკას" უმასპინძლა და 90+2-ე წუთზე ელდერ გუედეშის ულამაზესი დარტყმით გადაურჩა წაგებას - 2:2.
გიორგი მაკარიძემ, შეხვედრა სრულად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გაუშვა, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და არცერთი გაშვებული ბურთი მისი ბრალი არ გახლდათ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ბენფიკა" 2:0 დაწინაურდა, თუმცა 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა 32 წლის ფორვარდმა ელდერ გუედეშმა "ვიტორიას" თამაში გადაურჩინა. ჯერ 83-ე წუთზე "ბენფიკას" რუსი მეკარე ზლობინის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში ჩამორჩენა შეამცინა. ხოლო დამატებით წუთებზე გაათანაბრა კიდეც და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
"ვიტორია სეტუბალს" 3 ტურის შემდეგ 1 წაგება და 2 ფრე აქვს. 4 გუნდიან ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. ჯუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი გიორგი მაკარიძეს 2017 წელს "მორეირენსესთან" ერთად აქვს მოგებული.