"არქიმ" ქართველ ჰალკს საჩუქრად ბინა გადასცა

AutoSharing Option
26 დეკემბერს "არქიმ" ქართველ ჰალკს - მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და მას ბინა "არქი ისნის" პროექტში გადასცა.

საგინაშვილი მსოფლიოს 7-გზისა და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. სულ ცოტა ხნის წინ კი მკლავჭიდში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის გამარჯვებული გახდა.

"არქი" და არქელები მადლობას უხდიან ჩემპიონს მოპოვებული გამარჯვებისთვის, მხარდაჭერის დასადასტურებლად კი მას "არქი ისნის" პროექტში ბინა გადაეცა.

სპორტის მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის "არქიმ" ბევრ ქართველ ჩემპიონს აჩუქა ბინა სხვადასხვა პროექტში: ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს, მსოფლიო
ჩემპიონებს ჭიდაობაში - გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიას, ლაშა გობაძესა და ლუხუმ ჩხვიმიანს. მათ რიცხვს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი შემოუერთდა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

"გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ძლიერი და წარმატებული სპორტსმენი, როგორიც მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილია. სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნავად "არქიმ" ქართველ ჰალკს "არქი ისნის" პროექტში ბინა გადასცა. ეს არის ჩვენი საჩუქარი იმ შრომისა და ბრძოლის დასაფასებლად, რასაც ლევან საგინაშვილი საქართველოსთვის აკეთებს.

მინდა მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო წინსვლა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა. "არქი", თავის მხრივ, განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას", - ამბობს შიო ხეცურიანი, "არქის" გენერალური დირექტორი.

"არქის" მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა, განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

®
მკითხველის კომენტარები / 11 /
არქი ყოველ მხრივ საუკეთესოა პეტრე იბერის შესახვევშია არქის კომპლექსი თავისი ბავშთა გასართობი დიდი მოედნით გამწვანებით მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, სხვა კომპანიებს კორპუსი კორპუსზე აქვთ გადაკერებული მთელი ნახევარი ქუჩის ბავშვები ჩვენთან ერთობიან მანქანებსაც ჩვენთან აყენებენ სხვა კორპუსელები წარმატებები არქის მთელ კოლექტივს.
გიორგი
24 აპრილი 2024 19:57
0
მადლობა არქი ჯგუფს რომ დააფასა ჩვენი გოლიათი.იმედია სხვა კომპანიებიც გადაიღებენ მაგალითს
დდდ
27 დეკემბერი 2019 09:51
0
არც ეგეთი უბედურია რომ იცოდეთ, იმდენი იწუწუნა როო
აქანა
26 დეკემბერი 2019 23:22
25
საახალწლოდ ბოღმას რომ აფრქვევ, იმის თავიც არ გაქვს სახელი გერქვას - აქანა!!! ტყუილი რომც დაწერო გეშინია არ დაწყევლოს ეს სახელი ვინმემ, და თავისთავად ვინმე ახლობელი გეყოლება. რომ იცოდე, წყევლა მართალ კაცზე არ ჭრის, ჰო და სიმართლე წერე, შე მართლა იქანა-აქანა.
alexandre
27 დეკემბერი 2019 09:58
0
მშვენიერი მაგალითია არქი! სწორედ კერძო სექტორმა უნდა მიაქციოს ყურადღება სპორტს და სპორტსმენებს და მთავრობისგან ნელ-ნელა გადაიბაროს ეს პასუხისმგებლობა.
sjsj
26 დეკემბერი 2019 22:53
0
დიდი მადლობა არქის, ძალიან გამიხარდა ასე რომ დააფასეს ჩვენი ლეგენდარული მკლავჭიდელი 'ჰალკი' წარმატებები და გამარჯვებები.
G.LA
26 დეკემბერი 2019 21:41
1
ალალი და უსაყვედურო ოყოს..!
Nykri
26 დეკემბერი 2019 20:28
1
როგორც იქნა ვიღაცამ დააფასა.
ისე ესეთ სპორტსმენებს არა შეფეგის მერე არამედ მუდმივად აფინანსებენ რო იცოდეთ. კაცმა შაურმის ჭამით და უფულოდ მსოფლიო მოიგო და მერე გამოჩნდა ისიც სპორცმენი ფაჩულია, თორე სახელმწიფოს იმედად შაურმასაც ვეღარ შეჭამდა. და ამ დროს ალბათ მკლავჭიდის ფედერაციაც არსებობს ამ ბედკრულ ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტიც ყავს და მინიმუმ 4-მოადგილე.ვაი საცოდავო საქართველო, როდემდე! გილოცავ ლევან, გულში გენაცვალე
ირაკლი
26 დეკემბერი 2019 20:04
1
ძალიან კარგია, რომ დააფასეს... იქნებ სამინისტროშიც გამოეღვიძოს ვინმეს და მიაქციონ ყურადღება როგორც საჭიროა...
ბექა
26 დეკემბერი 2019 18:00
0
დაიმსახურა!
ლ.ს
26 დეკემბერი 2019 17:29
0
Dzlivs ar daafases es kaci?gmertma mshvidobashi mogaxmaros levan
Misha
26 დეკემბერი 2019 17:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული