MMA მებრძოლი შეჯიბრებისთვის მზადების პროცესში დათვრა, დებოში ატეხა და 1 კვირით ციხეში ჩასვეს - 21 იანვრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ასე დასრულდა ჯანო ანანიძისა და "სპარტაკის" ისტორია - რუსულმა კლუბმა ქართველის წასვლა დაადასტურა.

2. ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა.

3. ჰაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა საოცრად მოიგო და ბალანსი გამოიკეთა!

4. "ინდიანამ" მოგებათა სერია იუტაში დაასრულა - გოგა ბითაძემ 10 წუთში 5 ქულა ჩააგდო.

5. U17. საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე ისლანდია დაამარცხა.

6. საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა საფრანგეთის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა.

7. "გენტის" მწვრთნელი: ქვილითაია იარემჩუკისგან განსხვავებულია - თამაშის გადაწყობა მოგვიწევს.

8. "რუბინის" მწვრთნელი: ზურიკო დავითაშვილი "ათიანის" პოზიციაზე შესანიშნავია.

9. სიომინი კვირკველიაზე: თვით იმ საბას დაბრუნებისთვის დროა საჭირო.

10. დავით ხოჭოლავა: მიზნები - "ბენფიკას" დამარცხება და ოქროს მედლები.

11. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი "დინამოს" სტადიონზე ჩატარდება.

12. კვიპროსული მედია: ჯანო ანანიძე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" მიჰყავს?

13. იყო ომი: ორი გაძევება, გამოუყენებელი პენალტი და "ნაპოლი" "ლაციოს" ძლევით ნახევარფინალში გავიდა.

14. რუსი მებრძოლი ალეკსანდრ ემელიანენკო ანაპის პოლიციამ დააპატიმრა და 1 კვირით ციხეში ჩასვა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ანაპაში ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩასულმა ემელიანენკომ ზომაზე მეტი დალია და მთვრალმა ჩხუბი ატეხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზეა ნათქვამი..დაბერდა და დაქლიავდაო..ერთ დროს ძლიერი მოჩხუბარი იყო
კორსიკა
15:46 22-01-2020
1

სიახლეები პოპულარული