ხვალ UFC-ს საუკეთესო მებრძოლი ტიტულის მე-14 დაცვას ჩაატარებს

AutoSharing Option
ხვალ, 9 თებერვალს, თბილისის დროით 08:00 საათზე, UFC-ს საუკეთესო მებრძოლი და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი შეეცდება ტიტული მე-14-ჯერ დაიცვას. მისი მოწინააღმდეგე, ასევე ამერიკელი დაუმარცხებელი დომენიკ რეიესია. ჯონსსა და რეიესს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მათი გარჩევა დიდ ყურადღებას იქცევს.

იმ შემთხვევაში, თუ ჯონსი ტიტულს წარმატებით დაიცავს, ის ამ მაჩვენებლით UFC-ს რეკორდსმენი გახდება. ახლა კი მას და ლეგენდარულ ჯორჯ სენტ პიერს 13-13-ჯერ აქვთ ჩემპიონის სტატუსი დაცული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული