ლუკა ზარანდია კარიერას... ყაზახეთში გააგრძელებს - 18 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანმა პსჟ-ს მოუგო, "ატლეტიკომ" - "ლივერპულს".

2. კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი.

3. "ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს.

4. საქართველოს რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

5. დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა.

6. თურქმა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტი გააფუჭა და მწვრთნელი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.

7. საქართველოს ელჩი "ანკარაგიუჯიუს" ესტუმრა და ლობჟანიძე მოინახულა.

8. milliyet: ლობჟანიძე "ფენერბახჩესთან" გამარჯვების ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.

9. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა.

10. "დილამ" ისევ არ გაუშვა გოლი, თუმცა ისევ ვერ გაიტანა.

11. რენიერი მადრიდის "რეალში" პრეზენტაციაზე ატირდა.

12. კლოპი: მაგათთვის 1:0-იც საკმარისი იყო - ჩამოვლენ "ენფილდზე".

13. სპორტული გაზეთი "ლელოს" ინფორმაციით, "ზულტე ვარეგემის" 24 წლის შემტევი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს და კოსტანაის "ტობოლში" 4-თვიანი იჯარით ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად ითვლება, "არკაში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა შენ იცი, ლუკა შვილო, გვასახელე ქართველები ყაზახეთში. მოხარული ვარ, რომ ყაზახეთი ნელ-ნელა ყალიბდება ქართული ფეხბურთის სამჭედლოდ. მოვა დრო და ყაზახეთიდან დაუბერავს ქართული ფეხბურთის აღორძინების ქარი.
გერონტი გერსამია
19 თებერვალი 2020 17:40
10
აქ თუ ჩამოვა ერთი ეგ არის 1,3 მილიონით აიწევს ეროვნულიკრისტალბეთას ღირებულება თორემ აქ რომ გვყავს ნახევარ მილიონის ფარგლების ღირებულების მოთამაშეები: კოხრეიძე, მალი , ლაკვეხელიანი მაგათ დონემდე კიდევ ბევრი უკლია ლუკას ამ ეტაპზე. რომ აღარაფერი ვთქვა ნინუას დონემდე თამაშზე!!!
იაგო
19 თებერვალი 2020 16:01
2
დღედღეზე ველოდი იმ ინფორმაციას ჯაბა და ნიკა როდის წავიდოდნენ კოშტანაუდან ევროპაში დააააა....
იაგო
19 თებერვალი 2020 15:58
0
ფეხბურთი პირველ რიგში არის ვარჯიშიზე შრომაზე და დისციპლინაზე დაფუძნებული სპორტი ნიჭი ფეხბურთში მეორე ხარისხოვანია მატაობის და ფინტების ცოდნა და კეთება არ არის ფეხბურთი ზოგირთს გონია რომ კარგად თუ მატაობს კარგი ფეხბურთელია თუ მატაობაზეა ბრაზილიაში არგენტინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში არიან შოუმენები რომლებიც ისე მატაობენ რომ ბურთს არ დანახებენ არავის მაგრამ ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები არ არიან ამ ბიჭის თამაშები რაც მინახავს ეს არის ქუჩის ფეხბურთი როცა თამაშობ შენთვის და არაა გუნდისთვის და არ არის გასაკვირი რომ მისი ევროპული კარიერა ვერ შედგა და მის ფიზიკურ მონაცემებს თუ შეხედავთ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ ერთი 7-8 კილოთი მძიმეა ვიდრე საჭიროა ასე რომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს თუ უნდა რომ კარგი ფეხბურთელი გახდეს.
გიორგი
19 თებერვალი 2020 15:26
1
გელა ნუგზარაშვილი ჩიხურადან წავიდა და ვარშავის ლეგიაში გადადის! ეხლა პოლონურ გაზეთებში წერია.
მაგარია!!
მიდი გელა!
19 თებერვალი 2020 13:49
1
მიდი ვარლამ, წერე დიპლიპიტოები.
ავოე
19 თებერვალი 2020 14:23
2
რისი შესაძლებლობაც აქვს იმ დონეზე წავიდა სათამაშოდ. ყაზახეთზე მეტი ზარანდიას არც არასოდეს შეეძლო. ისევე როგორც ჭანტურიას.
ჩაკვეტაძეს ცოტა მეტის პოტენციალის აქვს ვიდრე ყაზახეთია, თუმცა, არც იმდენად დიდი, რომ გრანდებში ითამაშოს. ნელ-ნელა იკვეთება, რომ ყველაფერი გადაჭარბებული იყო, ბელგია-ჰოლანდია ჩაკვეტაძისთვის ალბათ მაქსიმუმია და კარგი იქნება თუ დამკვიდრდა და ფეხი მყარად მოიკიდა.
ჯერი
19 თებერვალი 2020 13:00
10
მაგასაც ვნახავთ :) მთავარია ტრავმა აღარ მიიღოს არაფერი ისეთი
გადასარევი გიორგი
19 თებერვალი 2020 14:15
5
ჯაბასთან და კვეკვესთან ლუკას ყოფნა კარგია
ბევრ მაგალითს აიღებს კანკავა სამაგალითო ფეხბირთელია და პროფესიონალი
იმედია ლუკა მანდ არ ჩარჩები და ნაყოფიერად გამოიყენებ ამ დროს
რატი
19 თებერვალი 2020 12:13
0
რაღა დროს მაგალითის აღებაა 24 წლის ფეხბურთელს უკვე რაღაც დამტკიცებული უნდა ჰქონდეს. ჯერ 4 თვით იმიტომ რომ იქაც დააკვირდებიან და თუ არა აქ ჩამოსვლა მოუწევს.
G.LA
19 თებერვალი 2020 12:40
3
კარგია რო 4 თვით წავიდა
იმედია ძალიან მაგარი შედეგი ექნება და ზაფხულში დაბრუნდება კარგ გუნდში
გიო
19 თებერვალი 2020 12:11
4
ამ ბიჭის დიდი იმედი მქონდა,ცუდია რომ ბელგიაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ ათამაშდა, იმედია ნაყოფიერად გამოიყენებს ამ პერიოდს,ისევ ევროპაში დაბრუნდება და ნაკრებსაც გამოადგება
იკა
19 თებერვალი 2020 11:42
5
არანაირი „გარკვეული მიზეზები“ არ არსებობს. ზარანდია მეტს ვერ ქაჩავს. ვერც მენტალიტეტით, ვერც საქმისადმი დამოკიდებულებით, ვერც ფიზიკური მომზადებით, ვერც ნიჭით. მორჩა.
შევეგუოთ ქართველები, რომ დღეს გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები საქართველოში არ არსებობენ. არიან ნორმალური, კარგი მოთამაშეები და მეტი არაფერი.
90-იან წლებში საქართველოში ზარანდიას დონის ფეხბურთელების არსებობაც კი არ ვიცოდით იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე გვყავდა.
გიორგი
19 თებერვალი 2020 15:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული