მარადონა: მესის არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მე შემეძლო - 26 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: გვარდიოლამ ზიდანს დუელი მოუგო, "ლიონმა" "იუვენტუსს" სძლია.

2. ფრანგებმა "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაჯაბნეს.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილი შტრუფთან უშანსოდ დამარცხდა.

4. ოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისი" ნახევარფინალში გავიდა.

5. ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო.

6. შერმადინი და მაკფადენი ტურის სიმბოლურში და MVP-ის ტიტულის მოგების კარგი შანსი.

7. ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!

8. NBA. 4-დან 3 ზუსტი სროლა - გოგა ბითაძეს "შარლოტთან" მოგებულ მატჩში 11 წუთი დაუთმეს.

9. [წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა.

10. ლეგენდარულმა
ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ ლიონელ მესის შესახებ Mundo Deportivo-სთან საუბარში კომენტარი გააკეთა.

"მესიმ "სან პაოლოზე" კარგად ვერ ითამაშა. ლიონელს არ გადაუტანია ის, რაც მე შემემთხვა. შესაძლოა, მესი ამ "ნაპოლის" თამაშში სჯობს, თუმცა იმის გაკეთება მას არ შეუძლია, რაც მე შემეძლო. მოდით, პირდაპირ ვთქვათ ეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მესი არის ყველა დროის საუკეთესო.
გიორგი
27 თებერვალი 2020 12:43
11
მართალს ამბობს.მესი არ არის ისეთი ბელადი,როგორიც მარადონა იყო,მაგრამ მესი არასოდეს იკადრებს იმას,რაც მარადონამ გააკეთა 1982 წლის ჩემპიონატზე,გაშლილი ფეხით რომ დაარტყა მეტოქეს ბარძაყზე,არც ხელით გაიტანს გოლს,არც მეტოქეს შეაპარებს ტრანკვილიზატორიან წყალს,მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ნარკოტიკების დახმარებით ითამაშებს,მსოფლიოს ჩემპიონატზე.ისინი ძალიან განსხვავებულები არიან და მხოლოდ ის აერთიანებთ,რომ ორივენი არგენტინელები და ზემასშტაბის ფეხბურთელები არიან.
სოსო
27 თებერვალი 2020 10:52
8
ფეხბურთს ნაწყვეტ-ნაწყვეტ უყურებთ, თუ რაც არ გინდათ გაიხსენოთ, ია არ გახსენდებათ? კარგად ნახეთ აბა ეს ვიდეო...
https://www.youtube.com/watch?v=Vp2AJMrrKj4
12
27 თებერვალი 2020 14:32
2
და არც კაიფობს დაგავიწყდა
გუგა
27 თებერვალი 2020 12:50
0
ყველა გამოხმაურება
ნიჭით,ტექნიკურად და მომზადებით შეიძლება მესი მართლაც უფრო კარგი ფეხბურთელი იყოს ვიდრე მარადონა,მაგრამ მას არ გააჩნია ის რაც დიეგოს ჰქონდა-სული!
BARCA CHAMPION
27 თებერვალი 2020 10:46
7
კარგი რა, რა სული ჰქონდა მარადონას-დოპინგით და ნარკოტიკებით გაბერილი გიჟივით რომ დარბოდა 3-4 წელი?!რის შედეგსაც დღეს იმკის-გაუბედურებული ნარკომანია! მესი 12 წელია შეუდარებელია და ნამდვილი სპორტსმენი და ადამიანია!
dima
27 თებერვალი 2020 12:49
7
ძალიან მაგარია მესი,მაგრამ მარადონა არის ფეხბურთის მეფე,შეეძლო მარტო მოეგო თამაში,მერე მაშინ უხეშობისათვის ასე არ სჯიდნენ თორემ ჯენტილე 82ში მსოფლიოზე ცხრაჯერ იყო გასაგდები მოედნიდან და მაშინ მარადონა არ იყო ფორმაში,შემდეგ ჩემპიონატებზე რასაც აკეთებდა მინდორზე აგერ იუთუბი და ნახეთ ბატონო,მარადონა,მარადონა და ისევ მარადონა რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია,მე მარადონას პელეზე წინაც ვაყენებ მაგრამ ყველას აზრს პატივს ვცემ და ვაფასებ,მოიგოს მსოფლიო მესიმ ისე როგორც მარადონამ 86ში და კი ბატონო.
გოჩა
27 თებერვალი 2020 10:43
11
ნაღდია, მარადონას მარტოც უთრევია ნაკრები მსოფლიოზე და ეფედრინის გულისთვის რომ დასაჯეს მეორე დღესვე არგენტინას რუმინეთმა გზისატკეპნივით გადაუარა...
saba
27 თებერვალი 2020 13:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული