რუსი კომენტატორი: სტალინი მძულს და მეზიზღება, ის ვამპირი იყო

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ვასილი უტკინმა საკუთარ youtube გვერდზე საუბრისას სსრკ-ს ყოფილ ლიდერ იოსებ სტალინსაც შეეხო.

"სტალინის მიმართ ზიზღითა და სიძულვილით ვარ გამსჭვალული. საერთოდაც, სიტყვა "სტალინთან" არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს.

რატომ არ მომწონს ის? იმიტომ, რომ სტალინი ვამპირი და დამნაშავე იყო,"- განაცხადა ვასილი უტკინმა, რომელიც ბოლო დროს სხარტული გამონათქვამებით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე წაყვანილი რეპორტაჟებით.

მკითხველის კომენტარები / 41 /
რომ არა სტალინი, ეხლა ყველას ერთად ჰაილ ჰიტლერს გვაყვირებდნენ, თუ ვიქნებოდით საერთოდ ამ ქვეყნად.
ეს კი, ნახეთ როგორ ბლატაობს?
უტკინი მაგრად გაგიმართლა! თორემ, შენ ეხლა კვატ-კინი იქნებოდი, კვატაკინი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 აპრილი 2020 18:20
23
"დიდება დიდ ლენინს!" რომ გაყვირებინეს ეს "ჰაილ ჰიტლერ"-ზე ნაკლებად მიგაჩნიათ? სტალინი რომ არ ყოფილიყო იქნებ არც ჩვენ დავეპყარით იმპერიას და გაგვეგრძელებინა დამოუკიდებლად არსებობა, იქნებ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ დახვრეტილი გენიოსები, იქნებ არც მსოფლიო ომში ჩავბმულიყავით და იქნებ არც ის 300 ათასი ქართველი დაღუპულიყო სამშობლოსგან შორს...
ივანე
27 აპრილი 2020 02:52
8
იცოდე მაინდ რამხელა დახმარება მიიღო გერმანიამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ქართველი ბატალიონებისგან. ხოოო ეგ არ იცოდი არაა. ჩვენ რო ვიქნებოდით ახლა ეგრე იყოს ვინმე. აი ეს ჩვენი ერთმორწმუნე ძმა იქნებოდა არსად
თრ
27 აპრილი 2020 13:50
5
"ჰაი გიტლერს" ვინც ყვიროდნენ ახლა ევროპაში პირველი ეკონომიკა აქვს და ახლანდელი გადასახედიდან რუსებზე მეტი ღირებულების ქვეყანაა. რამოდენიმეჯერ მიფიქრია ომის წაგების შემდეგ რა იქნებოდა. ახლა უკვე კოლონიები აღარაა მსოფლიოში. ასე რომ არა მარტო ჩვენ, ვფიქრობ მსოფლიოც მოიგებდა იმ შიზოიდ ჰიტლერის გამარჯვებით. იმიტომ რომ კომუნისტებმა უარესად გაყვეს მსოფლიო ორ ბანაკად და ხელი შეუშალა მსოგლიოს უფრო სწორად განვითარებაში. ჩვენთვისაც უკეთესი იქნებოდა გერმანიის ქვეშე განვითარება, ვიდრე ლოთი და მექრთამე რუსებთან "ერთ ქვეყანად" ცხოვრება განვითარებისა. ვფიქრობ მაშინ ჩვენმა წინაპრებმა ვერ გააცნობიერეს რა უფრო სწორი იქნებოდა და ახლაც ვფიქრობ რომ ბევრი ჩვენი თანამემაულე ცდება როდესაც სიმპატიით უყურებს რუსეთს. რუსეთი მხოლოდ მტაცებელია და ცივილიზაციას ატორმუზებს. ეს ყველაფერი დაიწყო სტალინმა, როდესაც მსოფლიო ორად გაყო.
G.LA
27 აპრილი 2020 10:31
22
ჩვენი წინაპრები არ შემცდარან, 1918-21 წლების საქართველოს პოლიტიკური ელიტა ჩვენს მთავარ მოკავშირედ სწორედ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს განიხილავდა და აქტიურადაც თანამშრომლობდა მათთან. საქართველოს დამოუკიდებლობაც ამ კავშირის დამსახურება იყო, თუმცა სულ მალე ბოლშევიკური ანექსიის შედეგად პოლიტიკური ელიტა და ღირსეულ ქართველთა დიდი ნაწილი მიზანმიმართულად განადგურდა, პატივცემული სტალინის დიდი დამსახურებით, შედეგად მივიღეთ საბჭოთა საქართველო და სამამულო ომად თავსმოხვეული მსოფლიო ომი, რომელსაც ასეულ ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი სარგებელი მოუტანია.
სოსო
27 აპრილი 2020 13:48
7
ოჰო, სტალინი წამომდგარა და დემაგოგობს! რატომ არ ვიარსებებდით დიდო ბელადი? 1918 წლის ოსმალეთ- საქართველოს ხანმოკლე ომზე თუ გსმენიათ რამე, მთელი ტაო რომ ერთი ამოსუნთქვით გაიარეს ქართველებმა? და დღეს რატომ არ გვიპყრობს თურქეთი, რომელიც მაშინდელ ოსმალეთზე გაცილებით ძლიერია? დღეს ვინ გვიპყრობს და ვინ ცდილობს ჩვენს გათელვას იმას თუ ხედავს თქვენი მახვილი თვალი?
ილია
27 აპრილი 2020 14:09
6
ყველა გამოხმაურება
რა არის მოსაწონი, ადამიანის განვითარების ეტაპების, ხელოვნურ შევიწროებაში. ესეც პასუხი 1917-1990 იან პერიოდზე. ამავე დროს ერთ-ერთი საშინელებაა, პირადი უვიცობით ყელყელაობა. რაც შეეხება უტკინს, აყროლებული საზიზღრობაა. ახლა მესამე, არ იდარდოთ ყელყელაობის ოსტატებმა და დანარჩენმა საზოგადოებამ, "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო". ასე რატომ? დიდი დრო უნდა სათქმელს.
ბოდიშის მოხდით ვამბობ, არ ვმეტიჩრობ.
შოთა და მეგობრები
26 აპრილი 2020 15:58
19
მაგ უტკინის ინტელექტი ნეტა ბარეორს ჰქონდეს. როგორც კომენტატორიც ძალიან მაგარი იყო, სანამ პუტინის კახპამ არ გამოაგდო სამსახურიდან. რა თქვა არასწორი? მილიონობით ადამიანის მკვლელობაში და რეპრესიებში დამნაშავე კაცზე, კარგი რომ ეთქვა, ის იქნებოდა უცნაური. ის რომ დიდი ფიგურა იყო, არ ნიშნავს მის კაიკაცობას. მასე,ჩინგიზ ხანმა მეტი ტერიტორია დაიპყრო და მეჯოგეებით მსოფლიოს შიშის ზარს ცემდა, მაგრამ კაი კაცი იყო?
ოლა
26 აპრილი 2020 23:44
12
ვაი თქვენს პატრონს ვისაც სტალინი მოგწონთ და ამ უტკინს ლანძღავთ...
კი, ზოგადათ რუსეთი საქართველოს მტერია, ოკუპანტია და პუტინმა წაგგვლიჯა ტერიტორიები...
მაგრამ სტალინის მოწონება და მისით, ამ კაცობრიობის მტრით, მონსტრით აღფრთოვანება სრულიად მიუღებელია... სწორედ სტალინის მცდელობით და დიდის შრომით მოხდა 1921 წელს დამოიკიდებელი საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება - სისხლითა და მახვილით... ფუ, რა უნდა გელაპარაკოთ...
XXX
26 აპრილი 2020 23:25
13
ისტორიის მასობრივი და ღრმა გაკვეთილებია საჭირო, იძულებით, კარცერლუქსებში. ასევე ჭეშმარიტად დიდი ქართველების ბიოგრაფიების ძალდატანებით სწავლება, მანამ, სანამ სწავლამისჯილი მოსწავლე კარგად არ გაიაზრებს რაში მდგომარეობს მათი სიდიდე.
სოსო დივერსანტი
27 აპრილი 2020 03:08
3
ეტყობა აქ ზოგნი, უტკინთან პირზე კოცნით არიან.
M I N D I A
26 აპრილი 2020 17:41
12
ჰიტლერს რო მოეგო ომი ჩვენი დუხი არ იქნებოდა ამიტო იყო მთელი მსოფლიო რო იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ.ფაშიზმი რო კარგი ყოფილიყო ამერიკა და ინგლისი თითსაც არ გაანძრევდენ.
Zaza
28 აპრილი 2020 13:11
8
41–ის 22 ივნისამდე ვინ იყო ჰიტლერის პირველი მოკავშირეო? პოლონეთი ბალტიისპირეთთან ერთად ვინ გაიყოო? უტუტუტუტუუუუ.... სემოგელე...
გიორგი
28 აპრილი 2020 20:30
3
გიორგი ეს შენმა ლიდერებმა ბოკერიამ და სააკაშვილმა გასწავლა? არ გიტყდება ნაციონალობა,ამერიკის მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები წაიკითხე რომელიც ხელმისაწვდომი გახდა უკვე და დარწმუნდები სიმართლეში,სააკაშვილს და ბოკერიას არ ემსახურო
გიორგის
07 ივლისი 2020 17:23
0
ყველა გამოხმაურება
იხვო,ჩამოდი ჩვენთან.დიდ ა ქ უ ს თან TV-ში დაწყებ მუშაობას, თან
მსოფლიო რანგის ნაძირალებთან ურთიერთობა არ მოგაკლდება.
დ.დ.
27 აპრილი 2020 00:15
6
ამ ბატს თავი ფარშევანგი ჰგონია.სტალინამდე და მის შემდეგ ხომ სულ ფრთიანი ანგელოზები გყავდათ.
ეს ვინღაა
26 აპრილი 2020 19:41
12
ბევრი რომ არ გავახუროთ, საზოგადოების დიიიდი ნაწილი განათლების და ინტელექტის იმ დონეზეა, რომელზეც იყო სტალინამდე. წერა-კითხვის უცოდინარი..... ისტორია ალაგ-ალაგ არ უნდა იკითხოთ და ალაგ-ალაგ არ უნდა აკეთოთ ანალიზი.... რასაც უტკინი და მისი მსგავსნი აკეთებენ, მაგას რუსული შოვინიზმი ჰქვია, რომელიც სტალინმა ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა პარტიის ყრილობაზე. აბა, განათლებულებო მითხარით, სხვას ვინმეს იცნობთ, ვინც მსგავსი რამ სთქვა??? ან ის თუ იცით, რამდენი წელი ეძებდა ერეკლე ხსნას ევროპაში??? ან ის თუა თქვენთვის ცნობილი, რომ გერმანიამ კი აიძულა ჟორდანიას უსუსური მთავრობა დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, მაგრამ მერე ფეხზე დაიკიდა და მაშინ, როგორც ახლა, დასავლეთს საომარი ზონა სჭირდებოდა რუსეთის საზღვართან??? ან ის თუა ზოგიერთისათვის ცნობილი, რომ გენერალ მაზნიაშვილის შეტევა ინგლისელებმა შეაჩერეს, საზღვაო დესანტი გადმოსხეს და ამით არამიანებს ქართული მიწა-წყალი მიაკუთვნეს??? ინგლისის, გერმანიის ან საფრანგეთის გენშტაბების გეგმების შესახებ თუ გსმენიათ რამე, რომლების საქართველოს ოკუპაციას განიხილავდნენ??? ჰიტლერი გაიმარჯვებდაო.... იქნებ არც ფაშისტური გეგმების შესახებაც არ გსმენიათ არაფერი, რასაც დაპყრობილი ტერიტორიებისა და იქ მაცხოვრებელი ხალხების მიმართ აპირებდნენ??? ოტო შინკენდანცი მაინც თუ გსმენიათ ვინ იყო???? უკრაინული არქივები 3 მილიონზე ზემოთ ვერ ავიდნენ და 10 მილიონი საიდან მოიტანეთ ხრუშოვისტებო????
უტკინისა და მისნაირების ჭკუაზე როგორ უნდა დავიდეს ა დ ა მ ი ა ნ ი.......
კაკო
28 ივნისი 2020 22:09
9
3 მილიონი ადამიანის შიმშილით გაწირვას ამართლებ? 3 მილიონი ადამიანის ამოხოცვა საპატიებელია? ხრუშოვისტების რა გითხრა მაგრამ ჩემი სამშობლო მადარდებს და მიყვარს სტალინისტებისგან განსხვავებით. იმ კაცს რა ვუთხარი რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის ხვრეტს ხალხს
Toko
26 ივლისი 2020 12:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული