მან პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია გაანადგურა, ახლა ამერიკაში იმალება, შეიცვალა გარეგნობა და ეშინია შურისძიების

AutoSharing Option
მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი და WADA-ს ინფორმატორი გრიგორი როდჩენკოვი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს აანონსებს.

ამჟამად ის რუსეთიდან გაქცეულია და აშშ-ში, მოწმეების დაცვის პროგრამით ცხოვრობს. კამერების წინ საკმაოდ იშვიათად ჩნდება, თუმცა მუდმივად იცავს უსაფრთხოების წესებს.

გრიგორი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ დოპინგ-სისტემაზე ისაუბრა. სკანდალი იმხელა იყო, რომ რუსეთი ოლიმპიადიდან მოკვეთეს. როდჩენკოვს იმდენად ეშინოდა შურისძიების, რომ ქვეყნის დატოვება მოუწია, თანაც ისე, რომ ცოლ-შვილის გამოყვანა ვერ მოასწრო. მას შემდეგ უკვე 4 წელი გავიდა და ოჯახის წევრები აღარასდროს უნახავს. თუმცა გრიგორის გაქცევა, შესაძლოა,
სავსებით ლოგიკური იყო, რამდენადაც იმავე წლის თებერვალში რუსადას ხელმძღვანელები, ვიაჩესლავ სინევი და ნიკიტა კამაევი, გულის შეტევებით (ორივე) გარდაიცვალნენ.

არის მოსაზრება, რომლის მიხედვით, გრიგორის პლასტიკური ქირურგიის ჩარევით შეუცვალეს გარეგნობა, აათვისებინეს ახალი ჟესტები და სრულიად სხვა საქციელის მოდელი ჩამოუყალიბეს.

ყველა ინტერვიუში ის შენიღბული გამოდის: ფარავს ფანჯრებს, იკეთებს გრიმს, სათვალეს, იფარებს ქუდს და აქვს ნიღაბი.

30 ივლისს გამოვიდა როდჩენკოვის ავტობიოგრაფიული წიგნი: "როგორ გავანადგურე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეიგი, იმ ძაღლზე და თავის საღორეზე რამეს თუ იტყვი, უპასუხოდ არავის ტოვებენ, აქ მორიგეობენ ღორმადიდებლები!
სააკაძე
12:08 30-07-2020
3
სსრკს დროშიც თურმე ხმარობდნენ დოპინგად და იციტ რას? სოდას!
ლოლა
10:50 30-07-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული