აშშ-ის ანტისადოპინგო კანონმა კრემლის შეშფოთება გამოიწვია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა ანტისადოპინგო კანონი, რომელსაც რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი შეფის, ამჟამად აშშ-ში თავშეფარებული გრიგორი როდჩენკოვის სახელი ეწოდა. სწორედ გრიგორი როდჩენკოვმა გაახმაურა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მასიური გამოყენებისა და ამის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დამალვის მთელი სქემა, რის შემდეგაც რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა. გასულ წელს ხსენებული კანონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და ძალაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ შევა.

კანონი უფლებას აძლევს ამერიკის სამართალდამცავ სტრუქტურებს, იმ შეჯიბრებაში, რომელშიც მათი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, თუ მოხდება ანტისადოპინგო კანონმდებლობის დარღვევა, განურჩევლად
ამ დარღვევის ჩამდენ პირთა მოქალაქეობისა, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სანქციები, რომლებიც 10 წლამდე პატიმრობასა და 1 მილიონ დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ კანონის შესახებ განაცხადა, რომ მათთვის  მიუღებელია მსგავსი კანონის მიღება და ეს კრემლის შეშფოთებას იწვევს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავად იმისა რომ მომწონს უმეტესობა ამერიკული კანონები, ასეთი კანონის მიღება არის სინაგლე. ამაზე ზუსტიი შესაფერისი სიტყვა ვერ მოვიფიქრე. აბა მიუხედავად მოქალაქეობისა და შეჯიბრების ადგილისა, თავისი მოსაზრებით დაიჭირონ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რას ნიშნავს? სინაგლეა აბა რა!
0

სიახლეები პოპულარული