ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
ძალიან ცუდი.აფრიკის პირველყოფილ ქვეყნებში იციან ასე, რომელიმე ტუბა-იუბას ტომის წარმომადგენელი ცნობილი სპორტსმენი გახდება და კარიერის დამთავრების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და პოლიტიკაში მიდის, განსაკუთრებით მაახინჯი ფორმები ამ მოვლენას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აქვს (რუსეთი,უკრაინა,ბელორუსი).გასაგებია საეთკენაც აქვს ორიენტირი ამა ჩვენი ქვეყნის ყოვლის შემძლეებს.
კვარა
11 სექტემბერი 2020 02:21
10
ქართულ პოლიტიკაში მოდის სპორტსმენი რომელსაც ჩვენი ნაკრების კაპიტნის ცსკაში გადასვლა ახარებს , ხომ წარმოგიდგენიათ ამას როგორ გაახარებს აფხაზეთ სამაჩაბლოში ათასობით რუსი არმიელი !!!!

რუსეთუმეების და მედროვეების აღლუმია ბოლო 29 წელია , სამწუხაროდ.
P.S. საქართველო მაინც მოინელებს მსგავს ქვეყნის მოღალატეებს , იმუნიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას და ერს !!!!
მიხაელ
11 სექტემბერი 2020 00:08
31
გეტყობა მთავარით, პირველით და ფორმულით ხარ გაჭყეპილი, ისევე როგორც მეორე მხარე იმედით... ისე პროსახელისუფლო მგონი 1 თუ 2 არხია და ოპოზიციური 37... ვაი ჩვენი ქვეყყნის ბრალი რომ თქვენნაირი ტვინგამორეცხილებია 80%, ორივე მხარეს ვგულისხმობ!!! ვიკა სანიკიძე , ისე ცნობისთვის კაცია კაცური, ისევე როგორც თოკო !!! გავარტყი რუსებს !!! :)
iolasha
11 სექტემბერი 2020 02:01
51
ცოტა მეტი ყოფილა 20%-ზე საღად მოაზროვნე, ეს იმედს მისახავს, რო რასაც აქ ვკითხულობ მარაზმს მთლად ამდენი ტვინგაყინული არაა ქვეყანაში. ისე მეტი საქმე არ გაქვთ და ვინც რამეს აკეთებს იმათი შეგშურდეთ და აფრქვიეთ ღვარძლი , სხვა ხო არაფერი გეხერხებათ!(( ისე ცნობისთვის ჩემთვის პირველი საქართველოს მტრები ნაცები და მისი ასკოლკები არიან, ხოლო ოცნება პროკომუნისტური მოდელის გადმონაშთი! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ;)
iolasha
12 სექტემბერი 2020 01:51
4
ა კიდევ პლიუს ორი გაპოლიტიკოსებული გაუნათლებელი სპორტსმენების სიას...როდოსმე თუ დამთავრდება ეს სირცხვილი???თან რა მაგრად უხაროდა კაჭის:))))))))პირი ვერ დახურა:)))))ვიქტორა "დასტოინი" პოლიტიკოსივით იდგა:))))))აუუ რა მაგრად ტეხავს ბიჭებო თქვენ აზრზე არ ხართ როგორ გულს გვწყვეტთ...
პაატა
10 სექტემბერი 2020 23:36
13
მე გეტყვი რატომაა სირცხვილი. ასანიძე, ზვიადაური, აბუსერიძე, ხაბარელი, გუცაევი...ამათი საღი აზრი და გაკეთებული საქმე გახსოვს რაიმე? ხალხისაგან ლანძღვა კი უამრავი. კაჭარავა რომელი პოლიტიკოსი მყავს, ან სანიკიძე, ძმაკაცურად გამოუნახეს ადგილი, თან ოცეულში, ნაპოტიზმის ნათელი მაგალითი.
ექსპერტს
11 სექტემბერი 2020 11:30
2
შეგიძლია დაასაბუთო სირცხვილი რატომ არის?
ექსპერტი
11 სექტემბერი 2020 08:41
12
ვინც პარლამენტში შეძვრა, უმრალესობა გაფრჩაკდა, თორემ კარგი საქმის კეთება ყველგან შეიძლება. ისე მაინტერესებს: კაჭარავას კიდევ ორი წელი რომ ეთამაშა და რა ხელფასსაც ამ ორ წელიწადში, ის უფრო მეტია, თუ რასაც პარლამენტში ხუთი წლის მანძილზე ხელფასად აიღებს? აი, აქ სჩანს, საქმის საკეთელად მოდის, თუ მაყუთის საშოვნელად.
აუ ჩემი
11 სექტემბერი 2020 00:07
5
ჯერ იყო კურტანიძე და ზვიდაური, მერე ყაველაშვილი და კობიაშვილი, ეხლა ყველაზე წარმატებული ნაკრებების ერთ-ერთი ღვაწლმოსლილი სპორტსმენებიც აქ არიან !! ჩემი აზრით სპორტსმენი თუ მოწოდებით არაა პოლიტიკოსი, არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ხმების მისაღებად მგონი გამოადგებათ ეს ბიჭები, თორემ სხვა მხრივ ნებისმიერი სპორტსმენი ვინც აქამდე იყო უბრალოდ ერთი ჭანჭიკი იყო პარლამენტის მუშაობაში!
zaza
10 სექტემბერი 2020 23:00
6
კარგით რააა, რა გჭირთ ? კარგი საქმეების კეთება თუ გინდა ისედაც გაააკეთებთ! მაინცდამაინც დეპუტატობა თუ გინდათ, დამოუკიდებელ კანდიდატად იყარეთ კენჭი და თუ აგირჩევთ ხალხი კი ბატონო./ ან რათ გინდათ ის საქმე რაც არ იცით, წადი ბავშვები ავარჯიშე, ან ფედერაციას დაეხმარე, მითუმეტეს რაც თქვენ სახეობას პრობლემი აქვს, საქმის მეტი რა გაქვთ. / კობიაშვილი ხომ დეპუტატია და კიდე რამდენი სპორტსმენი იყო, გახსენდებათ ვინმე? ვინც რამე ღირებული შექმნაა? უბრალოდ თავიანთი პირადი ცხოცრება კიდევ უფრო გაიმყარეს და კიდევ უფრო უკეთეს გარემოში მოხვდნენ
Vasili
11 სექტემბერი 2020 10:54
3
როდესაც სპორტსმენი პოლიტიკაში მიდის, უკვე განწირულია ამ სფეროში წარმატებისათვის, რისი არაერთი მაგალითიც ვნახეთ. მითუმეტეს ეს ადამიანები არ მემეტებიან ამ სიბინძურისათვის, რამდენადაც დღეს წარმატებული პოლიტიკოსის ცნება ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია
????
10 სექტემბერი 2020 23:13
9
რაღა გვიჭირს აწი.ბედნიერი ერი ვართ.
Master
10 სექტემბერი 2020 23:02
6
ჩვენგანი ბევრი ვერ მივხვდით რატომ წავიდა ასე მოულოდნელად კაჭი რაგბიდან. მან უარი თქვა 8 ერში თამაშზე და ჩვენ მას მადლობებს ვუხდიდით ჩვენდამი თავგანწირვისათვის. მიამიტები ვყოფილვართ, მას სხვა ზრახვები ქონია. ძალიან მეწყინა მისი დახურდავება. თურმე მართალი ყოფილა, ფულზე ყველაფერი და ყველა იყიდებაო. ამდენი ხალხის სიყვარულს ნეტავ რა ფასი აქვს, რამდენში აპირებს ჩვენს გაყიდვას? მას ხომ ჩვენი სიყვარულით უნდა ხმები მიართვას არქიფოს? ჩემი იმედი არ გქონდეს და არც ჩემი ხმის (კაჭი). შენ ჩემთვის დასრულდი აქ.
G.LA
11 სექტემბერი 2020 09:36
5
ზუსტად იგივე ვიგულისხმე.მაგრამ ეს ხომ საქართველოა? დრო მოუვიდა, დაამთავრა, ეხლა შევა გრიალით პარლამენტში . გახსნის რამე ფიტნეს ცენტრს და მიხედავს. აქაც იქნება და იქაც. ძალიან გული მწყდებოდა ნაკრებიდან წასვლაზე და ეხლა ორმაგად მის პოლიტიკოსობაზე. როგორც მორაგბე კაჭარავა უკვე დამთავრდა, ფაქტია.
: )))))))
11 სექტემბერი 2020 12:00
2
იქნებ გვიპასუხონ რა უნდა აკეთონ პარლამენტში? ღირდა კი ასე საკუთარი თავის დამცირება? თუ იფიქრეთ იმაზე რამდენმა გულშემატკივარმა გაქციათ დღეიდან ზურგი?
ქომაგი
11 სექტემბერი 2020 08:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული