ბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]
AutoSharing Option
დღეს, 23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის "ფეისბუქგვერდი" სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დელეგაცია გახსნის ცერემონიაზე მიემგზავრება, ძიუდოისტი ლაშა ბექაური კი მღერის. ჩვენები მშვენიერ ხასიათზე არიან.
ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტია, რომელიც მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ძიუდოისტები საქმეში 24 ივლისიდან ჩაერთვებიან.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი,
მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე იქნებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში 35 სპორტსმენია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.