ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ფინალურ ზონაშია

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 29 ივლისს, 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღის შემდეგ, ნინო სალუქვაძე ფინალში გამსვლელ ზონაშია.

პირველ ნაწილში 44 სპორტსმენი მონაწილეობდა, სალუქვაძე კი 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. ფინალში რვა საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე იასპარეზებს. ასე რომ, ქართველმა ტყვიის მსროლელმა მომდევნო დღეს შედეგი, მინიმუმ, არ უნდა გააუარესოს.

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს და 3-გზის მედალოსანია, მიმდინარე ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური იარაღიდან სროლაში წარუმატებლად ისროლა და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა
ვერ მიიღო.

altსალუქვაძემ წარმატებულად ვერ ისროლა - ქართველის მე-9 ოლიმპიადა

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რას. რა არ მოგწონთ რითი ხართ უკმაყოფილო 1 ოქრო და ორი ვერცხლი ცუდი შედეგი გგონიათ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის, თუ არ იცით სპორტი და არ გესმით რას აკომენტარებთ, თუარადა შეხედეთ მედლების ცხრილს და ჩვენს ქვევით ქვეყნებს. რაც შეეხება ნინოს, აიღოს ლიცენზია სხვამ და მოხვდეს ოლიმპიადაზე, ვინმე უშლის? თუ გგონიათ ოლიმპიადაზე ქვეყანა აგზავნის ვინმეს, წარმატებები უდიდეს სპორცმენს ქალბატონ ნინოს
დათო
29 ივლისი 2021 17:46
1
სხვა სახეობებში და სფეროებში ხომ რას ამბობ. დუღს და გადმოდის ქვეყანა))))))) ვყვავით და ვიფურქნებით საკურასავით))))))))
კარგით რა
29 ივლისი 2021 16:13
17
ნინო უდაოდ უძლიერესი, დამსახურებული და დასაფასებელი სპორტსმენია. მაგრამ, დროა ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს. არ შეიძლება ოლიმპიადაზე ერთი საგზური გვქონდეს და იმასაც იღებდეს 50 წლის ადამიანი. გამორიცხულია, რომ ტალანტი არ გვყავდეს საქართველოში და რომ ნინოს არ შეეძლოს მისგან ოლიმპიური მედალოსნის დაყენება, მაგრამ თუ თვითონ გავიდა ოლიმპიადაზე, სხვას აბა რა შანსი აქვს?
მოქალაქე
29 ივლისი 2021 15:46
14
მერე,"სხვებიც რომ გადიან", ეგ სხვები ვის უნდა გამოეზარდა თუ არა ნინოს? რახან ვერ იღებენ,.ესეიგი არასწორი ტალანტების შერჩევა ხდება. იგივე, ნინოს შვილი რატომ გავიდა ლიცენზიაზე, რადგან ნინოს შვილია, ესეიგი ავტომატურად კარგად ისვრის? ესაა პრობლემა. გამოსავალია სწორი ტალანტების მოძებნაში და წინ წამოწევაში, და არა ნინოს მიერ მოპოვებული ლიცენზიის "სხვისთვის ჩუქებაში". ხომ ხედავთ, რომ ვეღარ დებს შედეგებს და მართლა მთავარია მონაწილეობა ხომ არ არის. მისთვის აღარ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, 18 წლის არაა, მარტო მონაწილეობა რომ აკმაყოფილებდეს. შედეგები სახეზეა და ღუ გინდათ დაინახეთ, თუ არადა და ბრმად დავიჯეროთ მისი შესაძლებლობების.
მოქალაქე
31 ივლისი 2021 03:02
0
ე.ი. ნინომ ლიცენზია რომ მოიპოვა - სხვისთვის უნდა გადაეცა?
Temo
29 ივლისი 2021 17:57
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ქ.ნ. ნინოს! რატომ არაფერი კეთდება ამ სპროტის პოპულარიზაციისთვის საქართველოში?
სტუმარი
29 ივლისი 2021 14:27
0
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო სასიქადულო ქ-ნო ნინო!
alexandre
29 ივლისი 2021 10:32
0

სიახლეები პოპულარული