ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ჩაერთო. ქართველი სპორტსმენი მრავალჭიდში რგოლით გამოსვლის შემდეგ 23.55 ქულით მე-14 ადგილზე იყო.

ფაჟავას ბურთით გამოსვლა 21.95 ქულით შეუფასეს, რაც 21-ე შედეგია. ორი კომპონენტის ჯამში, ქართველი სპორტსმენი მე-18 ადგილს იკავებდა.

მესამე კომპონენტში - გურზებით ვარჯიში, ქართველმა ტანმოვარჯიშემ ცეკვა "რაჭული" მუსიკის ფონზე შეასრულა და 23. 5 დაიმსახურა. ამ კომპონენტში მეათე იყო, საერთო ჯამში კი მე-12 ადგილზეა. 

ლენტებით ვარჯიშზე ფაჟავამ 20.65 დაიმსახურა და დროებით, საუკეთესო ათეულში შევი
და, თუმცა, საბოლოოდ, მე-17 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

altოდიკაძე რუსთან დამარცხდა, მაგრამ მედლის შანსი რჩება

მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ლამაზი გამოსვლისთივს. მონაწილეობაც დიდი მიღწევაა და იაპონიაში ქართული ჰანგების მოსმენა დიდი ბედნიერებაა და მადლობა სალომეს ამისთვის
Nick
20:10 06-08-2021
0
Დაძველდა რაჭული უკვე...ეხლა აჭარული უნდა ეცადა
ბაბუაწვერა
12:43 06-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული