რუსულ ჰოლდინგ "გაზპრომ მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ წარმოშობით ქართველი, რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი დანიშნეს.
იქამდე კანდელაკი "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო.
"უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი ჰოლდინგის წინაშე, რომელიც უდიდესი კონკურენციის ფონზე მუშაობს, ძალიან ამბიციური გამოწვევები დგას.
გენერალური დირექტორის მხრიდან მიღებული ეს შემოთავაზება "მატჩ ტვ"-ის პროდიუსერობაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა იყო. მთელ ძალისხმევას ჩავდებ, რათა ამოცანები ფრიადზე გადავჭრათ", - თქვა კანდელაკმა.
"გაზპრომ მედია" რუსულ და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ყველაზე მდიდარი და უხვი რესურსების მქონე მედიაჰოლდინგი გახლავთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი მმართველი წრეების