პეკინი უნიკალური მოვლენის ავტორი ხდება

AutoSharing Option
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე 107 დღით ადრე XXIV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში მისი მთავარი სიმბოლო, ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს.

2022 წლის თამაშების მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე შედგა. კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ცერემონია მაყურებლის გარეშე ჩატარდა. ცერემონიაზე მხოლოდ ჩინეთის დელეგაცია და ოფიციალური პირები დაუშვეს.

საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ლამპარში მოთავსებული ოლიმპიური ცეცხლი "პეკინი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, იუი ცზაიცინს გადასცა, რომელიც შემდეგ ათენის საერთაშორისო აეროპორტში გადაიტანეს და ჩარტერული რეისით პეკინში გაამგზავრეს.

ოლიმპიური
ცეცხლი 18 ოქტომბერს ანტიკურ ოლიმპიაში დაანთეს, საიდანაც ის ათენში ჩაიტანეს და პეკინში გამგზავრებამდე აკროპოლში საგანგებოდ დამზადებულ ლამპარში დააბინავეს.

XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2022 წლის 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვლამდე გასტანს.

პეკინი 2022 წლის თამაშების მასპინძლად 2015 წლის 31 ივლისს, კუალა ლუმპურში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხულის თამაშების შემდეგ, ზამთრის თამაშებსაც უმასპინძლებს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ [VIDEO]

altემოციური ვიდეო ოლიმპიური თამაშებიდან: "ისტორია, ჩემო მეგობარო!" [VIDEO]

altბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული