როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია. მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600
"მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა, მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე - სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე, აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობები, რომლებითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ეს უნდა გაგრძელდეს, ამგვარი სპორტის სახეობებისთვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი; ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები; გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გამოსწორდეს, მშვილდოსნებს, მაგალითისთვის, სჭირდებათ თბილისში ბაზა, რათა ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში სროლაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ ასევე თბილისში საწვრთნელი სათანადო ბაზა. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ საციგურაო სათანადო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა უცხო ქვეყანაში ვარჯიში. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, ვიდრე სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რომ რა კარგია, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არ არის სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო: 1tv