
დაკრძალვის ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
12 იანვარს, 12-დან 17 საათამდე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყობა სპეციალური ადგილი, გაიხსნება სამძიმრის წიგნი. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გააკეთონ ჩანაწერი, თანაგრძნობა გამოუცხადონ ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი