წესები მიმართულია ამა თუ იმ სპორტსმენისთვის COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში თამაშების შედეგების შესამსუბუქებლად.
სპორტის თითოეული სახეობისთვის შემუშავებულია ცალკე რეგლამენტი, რომელთა განხორციელებაც დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე.
წესები ასახავს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2021 წლის დეკემბერში დადგენილ 3 პრინციპს:
1. კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზის გამო შეჯიბრების გამოტოვების შემთხვევაში, არცერთი სპორტსმენი ან გუნდი არ იქნება მოხსენიებული, როგორც "დისკვალიფიცირებული". ამის ნაცვლად გამოიყენებენ ტერმინს - "სტარტზე არ გასულა" (DNS) ან ნებისმიერ სხვა შესაბამის
2. სპორტსმენის ან გუნდის მინიმალური შედეგი აღნუსხული იქნება შეჯიბრების იმ ეტაპის გათვალისწინებით, საიდანაც მონაწილეობის გაგრძელება ვერ შეძლო.
3. სპორტის იმ სახეობებში, სადაც ეს შესაძლებელია, სპორტსმენის ან გუნდის ადგილს, რომლებსაც ასპარეზობა კორონავირუსის გამო არ შეუძლიათ, დაიკავებს მეტ-ნაკლებად შესაფერისი სპორტსმენი ან გუნდი. ამგვარი გადაწყვეტილება ასპარეზობების შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას იძლევა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი