"IOC გმობს რუსეთის მიერ დარღვეულ ოლიმპიურ ზავს. გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს ორგანიზაციის ყველა, 193 წევრი ქვეყნის კონსენსუსით, 2021 წლის 2 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ოლიმპიური ზავი ამოქმედდა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი დღით ადრე და დასრულდება პარალიმპური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის შემდეგ", - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მანამდე, 21 თებერვალს,
"დღეს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი იმეორებს მსოფლიოსადმი თავის მოწოდებას, რომელიც მან წარმოთქვა ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე გამოსვლისას. გახსნის ცერემონიაზე მან ღიად მოუწოდა ხელისუფლებებს, დარჩნენ ოლიმპიური ზავის ერთგულები და მსოფლიოს მისცენ შანსი. IOC ღრმად შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და უკრაინაში ოლიმპიური საზოგადოების უსაფრთხოებით. IOC-მა შექმნა მიზნობრივი ჯგუფი, რათა ზედმიწევნით დააკვირდეს უკრაინაში ვითარებას და ოლიმპიური საზოგადოებისადმი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას, სადაც ეს შესაძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
"მოვუწოდოთ რუსეთს, აგრესია შეწყვიტოს!" - შევჩენკოს მიმართვა
"რატომ ანგრევთ ადამიანების სიცოცხლეს? რუსეთო და ბელორუსია, გაჩერდით!" - დარია ბილოდიდის მიმართვა