EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ 2022 წლის 28 თებერვალს მიღებული რეკომენდაციის თანახმად, ევროპის 2022 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF - 2022) საორგანიზაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC ) რუს და ბელორუს სპორტსმენებს EYOF-2022-ში მონაწილეობა აუკრძალა. ეს შეჯიბრება წლეულს, ივლისში, სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ EOC აღმასრულებელი კომიტეტის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელორუსი ასევე მოკვეთილია ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან, რომელიც ამ დღეებში ვუოკატიში (ფინეთი) მიმდინარეობს.
გარდა ამისა, EOC აღმასრულებელ კომიტეტში დაკავებულ თანამდებობებზე
მყოფ რუს და ბელორუს ოფიციალურ პირებს დროებით შეუჩერდათ კომისიების სხდომებსა და სხვა შეხვედრებზე დასწრების უფლება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altმიეცით მშვიდობას შანსი! ჩვენი იმედი დაიმსხვრა... - ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული