მარიუპოლში მომხდარ აფეთქებას 11 წლის ტანმოვარჯიშე ემსხვერპლა

AutoSharing Option
EUROSPORT-ის თანახმად, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად, 11 წლის ტანმოვარჯიშე კატერინო დიაჩენკო დაიღუპა. როგორც ირკვევა, პატარა სპორტსმენის მამაც დაღუპულია, მისი დედა და ძმა კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 

"რუსებს სურთ, მარიუპოლი ფერფლად აქციონ. ბევრი ბავშვის დახმარება შევძელი, მაგრამ ახლა ვტირი, რადგან ამ პატარა გოგოს ვერ ვუშველე. კატია მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ის ნატოს არაწევრ ქვეყანასა და გიჟ მეზობელთან დაიბადა. მინდა, ეს ფოტოები რუსმა სპორტსმენებმა ნახონ და შეიგნონ, რაც ხდება, რეალობაა" - წერს ტანვარჯიშის მწვრთნელი ლიდია ვინოგრანდა სოციალურ ქსელში.

დღეს, 24
მარტს, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიოტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს.

altშევჩენკო: ბავშვები იღუპებიან, გამოდით ქუჩაში!

alt"მისი შეჩერება არავის შეუძლია" - ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ბავშვების დაბომბვას ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 1 /
წამპალი რუსეთი
გიორგი
14:56 24-03-2022
0

სიახლეები პოპულარული