უკვე ოფიციალურად: ჟირინოვსკი მოკვდა - გაიხსენეს მისი "ფრთიანი" ფრაზები საქართველოზე, კაპელოზე და რატომ ვერ თამაშობენ რუსები ფეხბურთს

AutoSharing Option
რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის 75 წლის ასაკში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 25 მარტს გავრცელდა, თუმცა მხოლოდ 6 აპრილს დაადასტურეს. "ვლადიმირ ჟირინოვსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - განაცხადა  სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

უკრაინული zn.ua ირწმუნება, რომ ოდიოზური რუსი პოლიტიკოსი თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილა, ის რუსეთის ხელისუფლების მიერ იქნა ლიკვიდირებული, რადგან კრემლის კულუარულ ინფორმაციასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმებზე ბევრი რამ იცოდა და თავიდან მოიცილეს. "როგორც იქნა მოკვდა", - წერს ua-football-ი.

ნათქვამია - მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან
არაფერსო, თუმცა ეს "განსაკუთრებული" შემთხვევაა. ვლადიმირ ვოლფოვიჩი სპორტის დიდი მცოდნე არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას და "ჩემპიონატმა" მისი ზოგიერთი გამონათქვამი გამოაქვეყნა.

"რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს ცუდად? ჩვენ ჩრდილოეთის ქვეყანა ვართ, ფეხბურთს კი სამხრეთელები თამაშობენ: ბრაზილიელები, არგენტინელები, პორტუგალიელები და ხანდახან ბერძნები. იმისათვის, რათა ჩვენი ნაკრების თამაში გავაუმჯობესოთ, საჭიროა ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაცია გავაძლიეროთ. ახლა ბავშვებს ფეხბურთის მიმართ ინტერესი არ აქვთ. აუცილებელია მომზადება - არ თამაშობენ ეზოებში ბიჭუნები".

"ფეხბურთი ფიზიოლოგიურად ჩვენი თამაში არაა. არ შეგვიძლია მსოფლიოში პირველები ვიყოთ. ჩვენგან 100 წელია მიდიან. ამერიკაში კი მთელი მსოფლიოდან მიდიან".

Sportall.Ge

"რატომ დავმარცხდით ხორვატებთან? საკუთარ კარში გავიტანეთ. ეს სიმბოლურია. იმის მაგივრად, რომ მეტოქე დავანგრიოთ - "ურტყი შენებს, რათა უცხოებს ეშინოდეთ". საჭირო იყო რუსი ფეხბურთელების მორალური სულისკვეთების ამაღლება, მაგრამ ეს არ გააკეთეს".

"ყოველ ეზოში კალათბურთის კალათა უნდა იყოს, პინგ-პონგის მაგიდა, ბადე ფრენბურთისა და ბადმინტონისთვის. სპორტი ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მაშინ ჩვენი ერი უფრო ჯანმრთელი იქნება".

"თან მინდა ადგილობრივები თამაშობდნენ და თან არ შეიძლება ლეგიონერების გარეშე. მთელ სამყაროს არ უნდა გავერიყოთ. სსრკ-ში ინტერნეტსა და სხვა რამეებზე ვთქვით უარი, თუმცა შეგვეძლო ჩვენ მოგვეგონებინა და არა აშშ-ს".

"მე გამოვიწვევ სტადიონებზე ლუდის გაყიდვის კანონს, ეს რა საჭიროა? ადამიანი დათვრება, დალევს ერთ ბოთლს, მეორეს და მორჩა. ევროპაში დაამტკიცეს, რომ ორი კათხისგან ადამიანი არ თვრება? ჩვენგან განსხვავებით, საფრანგეთში ლუდში ალკოჰოლის შემცველობა 2%-ია".

"ჩვენ უკვე შევთავაზეთ ოლიმპიადის ჩატარების მუდმივი ადგილები: საზაფხულო საბერძნეთში, ზამთრის - სოჭში. სოჭში მზა ობიექტებია, საბერძნეთი კი ღარიბი ქვეყანაა".

"უცხოელი მწვრთნელების წინააღმდეგები ვართ. შესაძლოა, კარგად ესმით ტექნიკა, ხრიკები, თუმცა გამარჯვებულის სულისკვეთების გადაცემა არ შეუძლიათ, ისევე, როგორც უცხოელ გენერლებს. საქართველოს არმიას ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ, მაგრამ პირველივე რუსული ტანკის დანახვისთანავე გაიქცნენ. იგივეა აქაც: არ შეუძლიათ გამარჯვებისთვის გუნდის ორგანიზება. ის შეიძლება კარგი მწვრთნელია, მაგრამ უცხოელია. ფეხბურთელს მისი არ ესმის, მხოლოდ თარგმანს იგებს. პლუს, ძალიან ძვირი გვიჯდება მათი შენახვა. ამ ფულით შეიძლება ქვეყანაში 20 ნიჭიერი ბიჭის მოძებნა. შედეგად ვხარჯავთ ფულს ვიღაც კაპელუში (კაპელო - რედ.). ახლა ფული ხელფასის გადასახდელადაც არ გვაქვს. ეს რა გასამრჯელოა - 2 მილიონი რუბლი დღეში? ეს ველურობაა".

"სპორტი სახელმწიფოთა შორის ომის ადგილია. ადრე უპირატესობის დასამტკიცებლად ომში მიდიოდნენ, ახლა კი მხოლოდ სპორტია. ყველაფერი დანარჩენი საკმაოზე მეტი გვაქვს. სპორტში კი სახელმწიფოს შეგიძლია ხელი ჰკრა. რადგანაც სულ უფრო და უფრო მეტი ოქროს მედლის მოპოვება დავიწყეთ, ამ სფეროში დარტყმის განხორციელება გადავწყვიტეთ".

altევრიკა - ჟირინოვსკი მიხვდა, რატომ ვერ თამაშობენ რუსები ფეხბურთს

alt"ბელგიელებს ყველა სძულთ" - ჟირინოვსკიმ რუსეთის ნაკრების წაგების მიზეზს მიაგნო

altთუ უნდა საყურე გაიკეთოს უკანალში - ჟირინოვსკის შვილი სქესშეცვლილ მსაჯს მიესალმება

altჟირინოვსკიმ პენალტების, ბარათების, თამაშგარეების და მსაჯების გაუქმება მოითხოვა და ხორვატიის წაგება იწინასწარმეტყველა

მკითხველის კომენტარები / 21 /
სამწუხაროა რომ რუსეთის დაშლას ვერ მოესწრო,ერთი წელიც გაეძლო ნახავდა დანაწევრებულ ეგრედ წოდებულ რუსეთს
გიორგი
04:58 07-04-2022
13
სწორი იქნება ვთქვათ,რომ ჩაძაღლდა,ძაღლი მიაკვდა სულში!
უფრო
03:53 07-04-2022
8

სიახლეები პოპულარული