"რუსეთში არ სჯეროდათ, რომ ომი იყო" - უკრაინის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენის ტრაგედიები

AutoSharing Option
ჩერნივცში უკრაინელი ბიატლონისტის, ანასტასია რასკაზოვას საწვრთნელი ბაზა რუსულმა ძალებმა გაანადგურეს. სპორტსმენი ამჟამად პოკლიუკაში, სლოვენიაში იმყოფება.

რუსული ფესვების მქონე 23 წლის რაზკასოვა უკრაინის სახელით 2018 წლიდან გამოდის. ომის დასაწყისში რასკაზოვა სხვა უკრაინელ ბიატლონისტებთან ერთად ლვოვის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ისინი თასისთვის ემზადებოდნენ. როდესაც ომი დაიწყო, სხვა რუსული წარმოშობის ბიატლონისტები სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ რასკაზოვამ და ნადეჟდა ბელკინამ უკრაინაში დარჩენა გადაწყვიტეს.

ისინი გადავიდნენ სხვა სათხილამურო ბაზაზე ტერნოპილში, სადაც რასკაზოვა ადგილობრივებს მოხალისედ დაეხმარა. ძირითადად, საკვებს, ტანსაცმელს, ჰიგიენის ნივთებსა და მწვანილს ამზადებდა. მარტის ბოლოს რასკაზოვა და
კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ბიატლონისტი პოკლიუკაში ჩავიდნენ, სადაც უკრაინელთათვის სასწავლო ბანაკი მოეწყოთ.

რასკაზოვამ, რომელმაც ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა Public Sport-ს მისცა, თქვა, რომ მათი წინა სათხილამურო ბაზა განადგურდა:

"ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმ ადგილას, სადაც შენ ცხოვრობდი და კარიერისთვის მოემზადე. მე იქ ერთადერთი არ ვიყავი. ყველაფერი ეს ძნელი მისაღებია", - თქვა აცრემლებულმა სპორტსმენმა.

რასკაზოვა ამბობს, რომ უკრაინაში დარჩენის შესახებ მისი გადაწყვეტილების გაგება ახლობლებს გაუჭირდათ. რუსეთში არ სჯეროდათ, რომ ომი იყო. "ტელევიზიით აჩვენეს, რომ უკრაინაში "სპეციალური ოპერაცია" მიმდინარეობდა. როცა სათხილამურო ბაზა დაანგრიეს და სურათები გამომიგზავნეს, შემდეგ დამიჯერეს. მათ ეშინოდათ ჩემი და ჩემი მეგობრის. დედაჩემი ძალიან ღელავდა."

რასკაზოვა რუსეთის საქციელს გმობს:

"ბევრი ადამიანის სიცოცხლე განადგურდა. ბავშვებს მშობლებს ართმევენ, ხოცავენ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია", - განაგრძო მან.

რასკაზოვამ დასძინა, რომ მასზე რუსული ფესვების გამო არაფერს ამბობდნენ, მაგრამ უკრაინის ბიატლონის ასოციაციის ვებგვერდზე იყო კომენტარები, სადაც მასზე უარყოფითად საუბრობდნენ:

"ზოგი ფიქრობს, რომ მე არ ვიმსახურებ უკრაინის ნაკრებში ყოფნას. ეს მათი ხედვაა და ამის უფლება აქვთ. არავინ იცის, რა მელოდება წინ. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და ახალი სეზონისთვის მოვემზადები."

მომზადებულია Sport.delfi-ს მიხედვით

altსერბებმა რუსეთის ქმედებები არ დაგმეს, ევროლიგამ კი ლიეტუველები დასაჯა - სკანდალის გაგრძელება

alt"გამარჯვებას უკრაინის მშვიდობაში გავცვლიდით" - ომში მყოფი ქვეყნის ჩოგბურთელები აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ

altბუჩას სისასტიკეს უკრაინის რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შეეწირა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული