25 და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმში", ნარდში საქართველოს 2022 წლის ეროვნული თასის გათამაშება გაიმართა.
ტურნირში ქართველ ნარდის ოსტატებთან ერთად ოთხი ქვეყნის: ინგლისის, რუმინეთის, სომხეთის და საბერძნეთის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფინალში ერთმანეთს ლევან ქარელი და კარენ სარკისიანი დაუპირისპირდნენ, საბოლოოდ გამარჯვება და საქართველოს თასი 2022 ლევან ქარელმა მოიპოვა.
იმავე დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების 3:2 გამარჯვებით დასრულდა.
ეროვნული თასის 2022 წლის მფლობელი და წარმატებული სპორტსმენები ტურნირის საორგანიზაციო
კომიტეტმა და ღონისძიების პარტნიორებმა შესაბამისი პრიზებითა და სიგელებით დააჯილდოეს.
სსნფ-ს პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმი".