9 ივლისს ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2022"-ის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებულია იოსებ მენაბდიშვილი, ხოლო პირველი ლიგაში ტური სერგო საბაშვილმა მოიგო.
პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - იოსებ მენაბდიშვილი
II ადგილი - ბაქარ მათიკაშვილი
III ადგილი - ემზარ კიკალიშვილი
IV-V ადგილი - ედუარდ ნაზარიანი
IV-V ადგილი - გენადი კუმელაშვილი
პირველი ლიგის საპრიზო ხუთეული:
I ადგილი - სერგო საბაშვილი
II ადგილი - ლერი ჩანტლაძე
III ადგილი - ალექსანდრე ჩაჩანიძე
IV ადგილი - დოდო შალამბერიძე
V ადგილი - ტარიელ
ჭონიაშვილი
მორიგი, მე-8 ტური, 3 სექტემბერს გაიმართება.
"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2022"-ის პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმი", "მსოფლიო სპორტი".