
"IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია. ამავდროულად, ნებისმიერ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელად რჩება. ორგანიზაცია ვალდებულია, სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს ერთნაირი პირობები შეუქმნას, მიუხედავად მათი ეროვნებისა" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებას უკრაინის კრივის ფედერაციამ სამარცხვინო უწოდა. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ თქვა:
"კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBA) ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები უგულებელყო და მთელი მსოფლიოს წინაშე თავი
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უკრაინელი ირონიულად წერს, რომ ამით ვლადიმირ პუტინს დაბადების დღის (7 ოქტომბერს აქვს) საჩუქარი გაუკეთეს.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.