"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
გამსახურდიას ე.წ. ყალბი ციტატის შემცველი კომენტარის ავტორს!
პატივცემულო ბატონო "ნაპოლეონ"!
კონსტანტინე გამსახურდიას რომელ წიგნში და რომელ გვერდზე წაიკითხეთ რუსული პროპაგანდის და რუსი კრემლებოტების ცრუ სიბრძნე სულელი მამაცების მონაწილეობის შესახებ სხვის ომში?
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 12:58
2
რაო შოთა. სულსამი თვე იყავი ინგლისში და უკვე გადაგიბირეს?
უუუხ ტი ანგლისკი შპიოოონ!
კ ო მ ბ ლ ე
05 დეკემბერი 2022 01:31
43
Რუსული საკაიფოდ დაგიმუღამებია
Hg
05 დეკემბერი 2022 08:30
4
Ჯიო? კარგია ბოტობაა? დაიწერე 7 ლაიქი და აიღებ ხელფასს ხო?))) რა იცი შენ. ვინ რას ან ვის უსმენს? თუ გგონია ხალხს თავისი აზრი არა აქვს?))
Ჯიო-ს
05 დეკემბერი 2022 12:38
6
თქვენთვის ყველა ბოტია ვინც არ გეთანხმებათ და აქვს რამე აზრი შენთან ლაპრაკს, ბოტი არა შბოტი.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, დიდება გმირებს ვინც თავს წირავს საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მაგრამ თქვენ რა გინდათ რა?!
ჯიო
05 დეკემბერი 2022 16:31
0
დღე არ გავა ჩვენ მებრძოლებზე არ ვიფიქრო,აფხაზეთში,სამაჩაბლოში,ავღანეთში,უკრაინაში დაღვრილ ქართულ სისხლზე,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი "ქოცები იყვნენ თუ ნაცები" ყველა მტკივა იმოტომ რომ ქართველები არიან!!!!ვლოცულობ მათი სულებისთვის
ნინო
05 დეკემბერი 2022 14:17
1
ეგღა აკლია ქოცს იდეისთვის თავი გაწიროს
leqso
05 დეკემბერი 2022 16:15
6
"საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"? მით უმეტეს სხვა ქვეყნისთვის!...
კობა
05 დეკემბერი 2022 14:09
18
კობა შვილო ვის დაეკარგე?
.
05 დეკემბერი 2022 22:20
2
არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ გამოეხმაურა ამ ამბავს,გარდა შოთი და ფაჩულია!!ამათ ქართველობა არასდროს არ ეშლებათ!!!!!
გიორგი
06 დეკემბერი 2022 13:04
6
ქართველი სპორტსმენებიდან შენ და ფაჩულია ყველაზე მეტად მიყვარხართ❤️❤️ ყოველთვის შეგტკივათ გული ამ ქვეყნისთვის!!!
ნინი
05 დეკემბერი 2022 17:48
2
აბა ეხლა კარგად დაფიქრდი, კობა ხარ თუ მაინც ნაპოლეონი?)))))))))))
გეყო რა
05 დეკემბერი 2022 14:41
0
ზოგმა აქ სწორი აზრები გაგვიზიარა. უმრავლესობამ, ალბათ, მცდარი აზრები გამოთქვა.
ამ სტატიის კომენტარების სექციაში ფილოსოფიური საკითხების განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
sportall-ის ჟურნალისტებს ვთხოვოთ ამ თემის განხილვის სხვა შესაძლებლობა შემოქვთავაზონ.
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 12:19
2
დავით ხოჭოლავა!!შენც გეკუთვნის ერთი საჯარო სამძიმარი!!!!
სოსო
05 დეკემბერი 2022 18:04
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული