კონსტანტინე სუპატაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველო სამთო თხილამურობაში, სნოუბორდსა და ფიგურულ ციგურაობაში იყო წარმოდგენილი.
გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დისკვალიფიკაციით გამოეთიშა ასპარეზობას ნინო ენუქიძე.
მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა, მსაჯებისგან 65.12 დაიმსახურა და ფინალში ასპარეზობის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა (ფინალში გასასვლელად 16 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).
სნოუბორდში (სლოუპსტაილი) საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა ნიკოლოზ გაბულდანს, რომელმაც 22 ქულით და მე-20 ადგილით დაასრულა გამოსვლა.
ერთი დღით ადრე სამთო მოთხილამურეები - ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი და
ლუკა ბურდული, სლალომში გამოვიდნენ. ნაზღაიძემ და წულეისკირმა ორი დაშვების ჯამში, შესაბამისად, 68-ე და 69-ე ადგილები დაიკავეს, ლუკა ბურდულმა კი ასპარეზობა ვერ დაასრულა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი