საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 140-ე სესიას, სადაც 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა გამოვლინდება, 2023 წლის 15-17 ოქტომბერს მუმბაი (ინდოეთი) უმასპინძლებს. სესიამდე, 12-13 ოქტომბერს, ჩატარდება IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა.
2030 წელს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი აქვთ კანადის ვანკუვერს და უისტლერს, იაპონიის საპოროს და აშშ-ის სოლტ ლეიკ სიტის.
აღსანიშნავია, რომ საპორომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1972 წელს უმასპინძლა, სოლტ ლეიკ სიტიმ - 2002 წელს, ვანკუვერმა კი - 2010 წელს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი