ნარდში საქართველოს 2023 წლის ეროვნული თასის გათამაშება გაიმართა

AutoSharing Option
27 და 28 მაისს ნარდში საქართველოს 2023 წლის ეროვნული თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ.

ფინალში ერთმანეთს იოსებ მენაბდიშვილი და ლევან ნინიძე დაუპირისპირდნენ. 2023 წლის საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი იოსებ მენაბდიშვილი გახდა, მე-2 ადგილი ლევან ნინიძეს, ხოლო მე-3 ალეკო მანაშვილს ხვდა წილად.

28 მაისს კი პარალელურად მცირე თასის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებული კახა ალთუნაშვილი გახდა. მან ფინალში გია ფოჩხუა დაამარცხა, ხოლო მე-3 ადგილზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი კენან ჰასინზადე გავიდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა შესაბამისი პრიზებითა და სიგელებით
დააჯილდოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული