"ქართველები და სომხები არ ვართ, ეს უკრაინაა!" - ბურიაკმა ომზე საუბრისას ჩვენს ქვეყანაზე არასასიამოვნო ფრაზა გააჟღერა

AutoSharing Option
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ლეონიდ ბურიაკმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს ინტერვიუ მისცა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"სტუმრად გორდონთან" - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ჟურნალისტის Youtube არხზე გავრცელდა და ბურიაკმა საქართველოსთან დაკავშირებით მეტად არასასიამოვნო ფრაზა გააჟღერა.

კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა:

"მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. არის არმია, ხალხი და მოტივაცია. ერთ-ერთ ადამიანს ვუთხარი, ჩვენ სომხები და ქართველები არ ვართ, ეს უკრაინაა!

ყოველთვის ხასიათის ხარჯზე ვიგებდით. რუსები კიევში რომ შემოსულიყვნენ, აქ ყველაფერი სისხლში
იქნებოდა. ეს არის უკრაინა", - თქვა ბურიაკმა.

ბურიაკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოში", მოსკოვის "ტორპედოში", ოდესის "ჩერნომორეცსა" და სხვა გუნდებში ასპარეზობდა.

ის ორჯერ უკრაინის ნაკრებს ედგა სათავეში, ასევე მოძღვრავდა კიევის "დინამოსაც".
მკითხველის კომენტარები / 269 /
არასწორი თქვა რამე?
Jemala
06:27 30-07-2023
2
გოიმებივით ნუ ავარდებით ეხლა!
ბურიაკს თუ რამე შეეშალა, ქართველებისადმი უკრაინელების დამოკიდებულებას არ ცვლის.
რუსების ფორუმებზეც შეიხედეთ ხოლმე, როგორ გვამკობენ ღორები. მათ შორის - ძალიან ცნობილი ღორები.
ILIA
10:20 23-07-2023
17

სიახლეები პოპულარული