0:5 ტექნიკური წაგება - უეფამ ქართველებსა და სომხებს ვერდიქტი გამოუტანა

AutoSharing Option
უეფამ საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამართულ მეორე ტურის მატჩებში ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები გასვლაზე პორტუგალიასთან  2:4 დამარცხდნენ, ფინელებმა კი სომხეთს 3:2 სძლიეს.

ამის შემდეგ ფინელებმა სომხებს, ხოლო პორტუგალიელებმა ქართველებს უჩივლეს და აღნიშნეს, რომ ამ ნაკრებებში დაშვებულზე მეტმა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს საჩივარი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ქართველებსა და სომხებს ტექნიკური წაგება 0:5 დაუფიქსირდათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფედერაციავ, ამდენ ფულს რაში ყრით? ბრაზილიელი ფეხბურთელების დასაქმებაში? ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებაში ჩადეთ, იქნებ 10 წლის მერე მაინც რამე გვეშველოს...
გიორგი-50
00:11 21-10-2023
9
ძაან ბანძები ხართ მინიფუტბოლ თქვენი ბრაზილიელებით
ლადო
22:39 20-10-2023
14

სიახლეები პოპულარული