საინტერესოა, რომ მე-3 ადგილზე გასულმა უკრაინულმა დუეტმა, მარია პინჩუკისა და ნიკიტა პოგორელოვის შემადგენლობით, მათი ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ და გამარჯვებულა მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ამა წლის სექტემბერში ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.
ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს, ახლა კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, თანაც აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი 4 ნოემბერს, რუსეთის ერთიანობის დღეს დაემთხვა.
უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]