2023-24 წლის სათხილამურო სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპებში - მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში - 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობდა.

შემდეგ ასპარეზობას გუდაური უმასპინძლებს, სადაც 3-4 თებერვალს, მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდ კროსის სახეობაში ჩატარდება.

10-11 თებერვალს კი, ბაკურიანში სქი ქროსი აიღებს სტარტს, სადაც დავით თედიაშვილი იასპარეზებს. მსოფლიო თასის ეტაპებზე ტრასას ორი ქართველი: ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე გახსნის. ისინი ახლახან დაბრუნდნენ ავსტრიიდან, სადაც FIS- ის სკი კროსის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ გუდაური და ბაკურიანი FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია შეყვანილი. ამ მიღწევას წინ უძღოდა საქართველოში წარმატებით ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს, რომლის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო.

"მე დიდი სიამოვნებით ვეწვიე ბაკურიანს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ჩვენი ღონისძიებები, ჩვენი სახეობები, ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს და ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ეს ყველას ანახებს, რომ ნამდვილად ყველაფერი შესაძლებელია." - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მოხალისეების, კერძო ბიზნესის, მთელი ბაკურიანის დიდი ენთუზიაზმის შედეგი იყო ის წარმატება, რაც პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა მოუტანა საქართველოს. აღფრთოვანება ისმოდა, საქართველოს მისამართით, ყველა ტრანსლირების დროს, რომელიც 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. მათთვის საქართველო უკვე ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყანაა. საერთაშორისო დონის შეჯიბრებმა, მსოფლიო თასების ასპარეზობებმა ქართველ სპორტსმენებში დიდი სტიმული გააჩინა, რაც სამომავლოდ ახალი თაობის სპორტსმენების მატებას განაპირობებს.

რამდენიმე წლის წინ, ძალიან ცოტას სჯეროდა საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და ჩვენი ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალის. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კომპანია სილქნეტს და მის დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს, რომელიც მეორე ათეული წელია გვერდში უდგას სათხილამურო ფედერაციას. ამ თანადგომამ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის მომავალი განსაზღვრა.

R

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი