"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ბატო ნმაკახა კალაძემ ხეპრე შტერმა და ტეტიამ,
ზებრასტყაოსნს შეჰფიცა, უფალი ჩემთვის ერთია!
დიახ ზებრა! დიახ ბიძო! იქ გადაწყდეს სადაც ვიწრო. ავოიეე! ჩვენ ყველანი ჭრელ ზებრას შვილები ვართ!
ესეთი ერთგულება არათუ ხეპრეს და გიჟს, არამედ ბეყესაც შეშურდებოდა.
ჩვენი ღმერთი ბიძინაა! ჯოს ჯოს ჯოოოს! ამაყად აცხადებს კახა კალაძე. მაგრამ როდემდე? აი ამაშია სამე..
. მამამისი კარლიტო დე ფუყე კი ხის ჩეროში შეყუჟულა გალუმპულ წიწილასავით და ხმას არ იღებს, ამაიღე ხმა! ენა გადაყლაპე სიმოონ? როგორც ვატყობ, მამა შვილთა ომში გამარჯვებულს პენლები გამოარჩევს.
კვარაცხელიაა? მაი ჯერ ბოვშვია, ციც! დაუცაცხანებენ და მორჩა, წიწილასავით დაფრთხება ბოვშვი. კალა კი მამლაყინწაა, ხიხოს დაფი და ნაღარა, მარა დრო მოვა სად მოხვდება ეგ ჯერ ყინწომაც არ იცის. .
კ ო მ ბ ლ ე
04 მაისი 2024 14:14
8
ჰოდა, ასე გასგრძელე.
ნორმალურად წერე რა ! :)
შეგძლებია !,
04 მაისი 2024 15:03
1
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოო.კალა,კვარა ნამდვილი პატრიოტები ვინც არიან ეტყობა.რაც მთავარია არ აყვენ ევროპულ აგენტურ ქსელს.
ყოფილი კომუნისტი
04 მაისი 2024 17:03
34
რით ვერ დაიხოცეთ ეს ყოფილი კომუნისტები)))
ვოლსკი
04 მაისი 2024 17:42
9
ხალხი რა დონეზე დააპირსპირეს ერთმანეთს. ძველი და ახალი მთავრობა შეკარი და გადაყარე წყალში. რა ამბავია ქვეყანაში ერთმანეთის ლანძღვა, ზიზღი. როდის უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან
რაბუ
04 მაისი 2024 14:44
1
აღდგომის მძიმე დღეებია და ხომ შეიძლება ყველამ ლანძღვისგან, ცოტა ხანი მაინც, თავი შევიკავოთ? ზევიდან გვიყურებს უფალი და მართლა სირცხვილია ამდენი ერთმანეთის მტრობა! შევალთ მერე ტაძარში, სანთელს დავანთებთ და ღმერთს შევთხოვთ შველას! და რისთვის რა, დამსახურებისთვის? ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, ნუთუ ეს ჩვენ ვართ ქართველები? სირცხვილია, სადამდე დავეცით ეს ამაყი ერი?
???!!!
04 მაისი 2024 14:34
2
იმ ქართულ ტაძარს და ქართულ ენაზე წირვა -ლოცვას,
უკვე მესამე საუკუნეა,
რუსეთზე უფრო დიდი საფრთხე არ აქვს/ჰქონია !
რუსეთი მტერია !
მრავალ აღდგომას დაესწარით !
გეთანხმები, ოღონდ ...
04 მაისი 2024 14:52
3
ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის არის შინაური მტერი, ნაცების სახით! ეგენი რო არ ურევდეს ქვეყანას, სიწყნარეც გვექნებოდა და ნორმალური ცხოვრებაც, მაგრამ ვინ გაცლის? რევანშის წყურვილით პატარა თაობასაც იმეტებს!
ასეა!
04 მაისი 2024 15:51
3
დიდი "ფულის შოვნამდე" ადამიანი რამდენიმე სტადიას გადის, აი მსგავსად მწერისა მატლიდან რომ პეპელა იჩეკება, გამდიდრების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო იძარცვება სულიერისაგან და ადამიანურობისაგან თანდათან ეცვლება გარემოცვაც,ახლა მის გარშემო მეხოტბე, მლიქვმნელი ხალხია ,მათი წყალობით სულ უფრო და უფრო რწმუნდება რომ ის განსაკუთრებული და ზეაღმატებულია, ეს ხალხი ფულის გამო ყველაფერს კადრულობს, ღორივით ღრუტუნებს და თავზე ლაფს ისხავს ოღონდ შეხვდეს რაიმე, ამის შემხედვარე მდიდარი კიდევ უფრო თავდაჯერებული და თავხედი ხდება და ნარკომანივით ის ამ წრიდან ვეღარ გამოვა , არიან გამონაკლისები მაგრამ თუ ამ ყველაფერს ძალაუფლების ცთუნება ემატება ეს პიროვნული დეგრადაციის ბოლო სტადიაა. ქართველი მილიონერი კი ეს კაცთა მოდგმის სხვა კლასტერია თავისი დაუნდობლობით და შეუწყნარებლობით აი ისე როგორც კასრში გამოყვანილი ვირთხა.
ბაბაია
04 მაისი 2024 14:22
2
1 0 0 %
------------
ასე კარგად ჩემს სათქმელს ვერ ვიტყოდი !
100 %
04 მაისი 2024 15:00
2
უტიფარი ტყუილი!
გია_544
04 მაისი 2024 13:54
2
რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემზე წინ ნუ გადახტებიო, რატომ არ მიჯერებ? შენ რომ აგეტლიკინა, არც საყდრისს შემახსენებდნენ და არც შენ შენს ავტოგოლებს გაიხსენებდნენ (არც ძმის ამბავს). ჩემს ყურამდე მოვიდა ამბავი ატკატებს გიტეხავსო. არ ვარგა მასე - ჩედმი წილი ჩემია! ისეთი რაღაცა თქვი, ყველამ ვერ გაიგო, (მათ შორის მეც) დაანებე ჭკვიანი კაცის როლის თამაშს და უტვინო ხუმრობებს მთავარი ოხუნჯი გუნდში - ირაკლია, მთავარი პუტინისტი ვოლსკი, მთავარი მაყუთისტი - კლანს რომ ეძახიან. მე მალე, წყალდიდობები რომ შეწყდება, ბრაზილიაში მომიწევს წასვლა, იქ გავიტან ამ კანონს - რუსულს მაინც არ დაარქმევენ. ასე რომ - ჩაო ატკატისტ!
ბორია ჭორვილელი
04 მაისი 2024 21:56
11
დღევანდელი პოლიტიკური პროცესები მსოფლიოში ისეთი ეშმაკი მანიპულატორების ხელშია, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსებმაც არ იციან ზუსტად, რა ხდება და ვინ ვის აკონტროლებს და მართავს.
ნუ მოსთხოვთ ხვიჩას უფრო კონკრეტული განცხადების გაკეთებას. კარგად გამოხატა საკუთარი პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.
რეალობა
04 მაისი 2024 14:14
1
ხვიჩა!!! რას გეუბენბა მამაშენი?!...მიხედე ვარჯიშს და დაანებე ამ პოლიტიკას თავი ხომ ხედავთ მთელ საზოგადოებას ფსიქოლოგი ჭირდება აგერ უკვე 30 წელიწადი...ყველა ბუზი ბზუის და ფუტკართან ყველა ტყუის, ნუ გახდები ბუზი!!!!
Tengo
04 მაისი 2024 17:55
9
მაინცდამაინც ყველაფერს ნუ დსუჯერებ შენს აგენტებს, რაც არ უნდა იყოს, მაინც აგენტები ჰქვიათ ფა თანაც,
რუსეთში ცხოვრობენ და "მოღვაწეობენო" !
ჰიდა, აბა რა ქნან, უყვართ "მატუშკა როსსიაც" და ზოგიერთები(რევიშვილები და ნახევრად რუსები) რუსეთუმეებიც არიანო !
რას ებნება და შენს თავს მიხედე და
04 მაისი 2024 18:52
4
დღეს ხვალ სომხეთ აზერბაიჯანის გაცილებით მაშტაბური ომი გარდაუვალია. .ოღონდ ამჯერად არავინ იფიქროს რომ ჩვენს გარეშე ჩაივლის. . .აგერ მარნეულში ერთმანეთზე ქორწინდებიან ჯერ ისევ და ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორი უკვე რომ იტყვიან სრული დათვირთვით მუშაობს. . ვიმეორებ პიკი იქნება ზანგეზურის გახსნა. . ამას ირანი არ მოუთმენს და აზერბაიჯანს უმალ დაარტყამს ,თავისთავად მოკავშირე სომხეთსაც ჩართავს.საქართველოს ორივე მოსთხოვს პოზიციის დაფიქსირებას და მერე აი მანდ ვინც რუსულ კანონს აპროტესტებთ ,ემანდ უკანალიდან ევროპული ნივთები არ დაგცვივდეთ. . .ცხადია ამის ანალიზი არ გაინტერესებთ და სულ ცალ ფეხზე გკიდიათ,როგორმე ბასიანის გამართულად მუშაობაზე შეუთანხმდებით მტრებს მარა,აი არც მაგაზე რომ არ დაგთანხმდებიან არ იცით თქვე უბედურებო. . .სტალინმა ხო დახვრიტა 100 000 000 კაცი და ხო გჯერათ აი დახვრეტილების ბედი სანატრელი გექნებათ. . .აი რომ მიგაყენებს აზერი სომეხი თურქი სპარსი კედელთან ,დახვრეტის წინ, წინ ევროპისკენაც ვერ დაიძახებთ იმდენად გავსებული იქნებით ქაქით შარვალში,რამეთუ მაგასაც ისევე ჭირდება იდეა,როგორც ეხლანდელ მომიტინგეებს ამფეტამინი თუ რაღაც. . .ტროცკისტებს როცა ხვრეტდნენ დახვრეტის დროს ყველას ღირსეულად ეჭირა თავი და გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციასო გაჰყვიროდნენ. . თვქენ?. .თქვენ არანაირი იდეა არ გაქვთ,თქვენ მარტო უიარაღო ადამიანს შეგიძლიათ ესროლოთ. . აი ვინ ხართ და რანი ხართ,ხოლო არველაძეები და ძმანი მათნი ის ხალხია ვინაც თქვენნაირი ბრბოს ხარჯზე ჯიბეს ისქელებენ. . .
ნაპოლეონი
04 მაისი 2024 17:53
29
ყველაფერი ცუდი რაც ხდება არასამთავრობოების ბრალი ყოფილა,მაშინ ისმის კითხვა ,რაღაში გვჭირდება მთავრობა?რომლის შენახვა 4 მილიარდზე მეტი გვიჯდება ყოველწლიურად.ეს მხოლოდ ოფიციალური ციფრებია,არაოფიციალურად სამჯერ და მეტჯერ მეტი გვიჯდება კი ვიცით.
ვალერი
04 მაისი 2024 19:44
2
შენ რომელი ხარ ნაპოლეონ ბონაპარდი თუ ნამცხვარი ნაპოლეონი?ერიჰააა
დავით ს
04 მაისი 2024 19:54
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული