"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ხვიჩა კვარაცხელიას და მაგის კოლეგებს ნაკრებში ურჩევნიათ ღირსეულად ჩაატარონ ევრო 2024, 7-1 აღარ წააგონ და მერე იბაქიბუქონ ბავშვებივით რა იცი რა არის რუსული 10 მილიონი რომ გადაგიხადოს ისე წახვალთ რუსეთში როგორც წერეთლელი მარი და პეკინელი სვეტლანა
ჟორა
04 მაისი 2024 13:29
22
ვინ დასცინის ხვიჩას
გიო
04 მაისი 2024 13:10
7
უკვე ვნანობ ევროპაზე რომ გავედით. მეთქი არიქა ხალხი გააერთიანდათქო და აგე თურმე სად ხარ.
არაფერი გეშვლებათ ორივე მხარეს. მიდი ბოლომდე დაჭამეთ, იმედია საბერძნეთს გაუშვებენ ჩვენს მაგივრად.
სამკურნალო ხართ ქოციც და ნაციც. ავად ხართ ყველანი!
bu
04 მაისი 2024 21:44
13
Როდის იყო დასაცინი?დაჯილდოების დროს?გოლის გატანის დროს შვილდისრის იმიტაცია რო გაიმეორა?სცენაზე რო ახტა რონალდოს სტილში და უნიჭოდ რო გაიმეორა?ბიჭი მეყოლებაო სრულიად სექტას უფლისწულის დაბადება რო ამცნო?მთელი საქართველო სიხარულისგან ჭკვიდან რო იყო გადასული ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ამან რო განაცხადა ამაზე ბედნიერი მაშინ ვიყავ ცოლი რო მოვიტყვანეო? Როდის იყო დასაცინი ეს ,,ზეინტელექტუალი" ბიჭი?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
04 მაისი 2024 14:24
26
ჯუღელის შეხვედრა აურელიოსთან დამთავრდა უშედეგოდ. ბადრიც დაესწრო. მაისის ბოლო რიცხვებში იქნება შემდეგი შეხვედრა.
რეალობა
04 მაისი 2024 14:07
2
რა უნდა ამ მღვდელს ჩვენგან? ვინაა საერთოდ და რავა, ხვიჩას რავარც ვიტყვით, ხი ხი ხი ხო ხო ხო ხა ხა ხა ისმის? მთლა გადეირიე სიმოონ?
კ ო მ ბ ლ ე
04 მაისი 2024 14:51
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული