"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
გნაცებო, სულ 5 ათასი ხართ, ბედი თქვენი არ მეკითხება ბალია ხუთი შაური , თორემ ამღამესვე და აღდგომის დადგომამდე 5 ასეულ საკანს შეგავსებინებდით 5 წლით, ხომ გიყვართ ხუთიანები ?!
ალექს
04 მაისი 2024 15:34
39
თავისუფლება ბადრი ესებუას!
Zz
04 მაისი 2024 15:22
4
ძალიან გული მწყდება რომ ასეთი უვარგისი ადამიანი გამოდექი კახი! ხან ნაცი და ხანაც ქოცი, მექრთამეობის და კომფორმიზმის სიმბოლო ხარ და ეხლა ამ ბიჭს ამოეფარე! ყოველ ჯერზე ცუდი საქმეები უკეთეთ ხვიჩას და ეხლა საერთოდ ბრიყვად გამოიყვანეთ. როგორცაა ეგრეა, არც ხვიჩას ნათქვამი შეცვლის ჩვენი ახალგაზრდობის მისწრაფებებს და მით უმეტეს შენ ვისღა დაკარგვიხარ! წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად!
პაატა
04 მაისი 2024 15:21
23
ეს ყველაზე დიდი მტერია ხვიჩასი!!! სკდება ბოღმით და შურით!!!
გოგა
04 მაისი 2024 15:29
15
კაცმა თქვა, არავინ მინდა გამოიყენოს ჩემი სიტყვები და განცხადებაო და ამათმა 5 წუთი ვერ მოითმინეს... ყოჩაღ კახი, "მაგარი კაცური საქციელია"
III
04 მაისი 2024 15:09
11
კახი ნუ მაიმუნობ ყველაფერი ნათელია, შენ ბიძინაკენ ხარ ხოლო ქართველები საქართველოს მხარეს.
Badiri
04 მაისი 2024 15:07
14
აბსურდია ამ ერთი კანონით რუსეთში შეყვანა შეძლოს ვინმემ, თუნდაც ივანიშვილმა-ნე ველიკა პტიცა! საქმე იმაშია, რომ მთავარი კანონიდან დაწყებული ყველა კოდექსი და რეგულარული კანონი რუსულიდანაა გადმოღებული აღსრულების წესებიანად და ჯერ ვერავის შევუთრევივართ ამ რუსეთში, იქ შესვლას კონსტიტუციის შეცვლა და რეფერენდუმი უნდა, თან ეს ქართველი ერის გარდა რუსეთის თანხმობასაც ითხოვს და არ დათანხმდება-ბომბია მისთვის, ორ ფრონტს კი არა, სამს ნიშნავს ჩვენი იქ შესვლა, დაიშლება მარტივ მამრავლებად მყისიერად - ახლა ბომბები რუსეთს გარეთ ფეთქდება უკრაინაში და ჩვენი ანშლუსის შემდეგ, აფეთქდება თავად რუსეთში , წითელ მოედანზე და კრემლის პალატებში, ამდენი ტვინი აქვთ, ოღონდ როცა ფხიზლებია! კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და შევდივართ, უფრო სწორად მიზნად გვაქვს ნატოში და ევროკავშირში შესვლა, უნდა ჩაწერო რუსეთში შევდივარო, ამას ბიძინა კი არა მამაზეციერი ვერ შესძლებს! აბა რა ხდება? ვაჭრობა , რა პროპორცია იქნება ნოემბერში? შესაძლოა! უკვე არამარტო პროცენტებზე, არამედ პიროვნებებზეა ლაპარაკი, მოთხოვნა იქნება ახალი პირები, სახე კი არა, პირები, პიროვნებები-ნაცმო გაკოტრებულია, რეალურად პოლიტიკოსი არ ყავს, ანჩხლი დედაკაცების და ბატიბუტა მამრების სბროდია! ორივე მხარეს კომპრომეტირებულებია?! ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ამომრჩეველი ჩამოყალიბებული, ორივე ძალას დავემშვიდობებოდით, მაგრამ ოცნებაა ეგა! ამას ორი ციკლი მაინც უნდა მას მერე, რაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, ანუ ჩემს სიცოცხლეში ეს არ მოხდება! ისტორიული მომენტი კი არის, მაგრამ ერის მზაობა არ არის, მას ცოდნა განათლება და საამისო პოლიტიკური კულტურა, არც ეკონომიკური არ გააჩნია, სამოქალაქო დისციპლინა არ აქვს , გადასახადი მიაჩნია სასჯელად -მოერივნენ და შეაწერეს! მენტალობა სხვაა ჯერ-თვითონაც შემწერია! ეს შედეგი გააზრებულია, ზოგადი განათლების დონე დაბალია, მეცნიერების ნაცვლად გვყავს ექსპერტები და კლასიკოსების ნაცვლად ბომონდი! გლეხის ნაცვლად ელიავას ყველაფრის ოსტატი, ან დეზერტირების გადამყიდველი, გუთნისდედა არაა, არც მეღვინეა, არც ფერმერი , ჰოო, სერიოზული კირითხუროც არ გვყავს, არც ხურო! აქა იქა ანათებენ ახალგაზრდები ინტელექტუალურ სფეროებში, მუსიკაში, ესტრადაზე , შოუბიზნესში, აიტი ბიზნესში-ერთეულებია, ოღონდ უფრო თანდაყოლილი ნიჭის გამო ჩანან და არა სისტემურად მათი ასპარეზზე გამოყვანით! ჰოო, არც დიდი ბიზნესმენები გვყავს ! მართლა ბიზნესმენს ვამბობ და არა სხვისი აწყობილის წაგლეჯილი წილით მონოპოლისტი ოლიგოპოლიაზე რომ მილიანერი გახდა! რა გამოდის აქედან ? თბილისური აჯაფსანდალი! რა ხაშლამა, რი მწვადები ?!
ალექს
04 მაისი 2024 16:00
6
არც ბიძინას, არც ხლისტე ვივამედელს არ ეკითხება ბალია ათი შაური და ნუ დემაგოგობთ! არც შენი და შენნაირების გადასწყვეტი არ არის! ამას ხალხი წყვეტს, ის მოგიჩენთ თქვენს ადგილს ყველას, ვინც ასცდით ხალხის გზას!
ალექს
04 მაისი 2024 15:37
6
ყველა გამოხმაურება
"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია" - ამაზე ვკაიფობ. ))))
რა ცოდო ხარ კახიიიი
04 მაისი 2024 14:57
10
ძმის გამოსასხნელად ფულის გადახდა დაგენანა კაცი მილიონერი იყავი და ეგრევე პოლიცია ჩარიე საქმეში რატო მაშინ არ დაგეხმარნენ შენი დღევანდელი შავი ბრატები?? ხო გამახსენდა მაშინ რა სახელიც გქონდა მაგ შავ სამყაროში კარგად გეხსომება თავადაც... არა ბიძოს კანონს! რაც მნიშვნელოვანია და აუცილებელი ის კანონები მიიღეთ. რით ვერ გაძეხი კახა მილიონერი ხარ წადი რა მოგვშორდი ან შენთვის იყავი და იგულავე. უწიგნური კაცი ხარ შენ რა ქვეყანა უნდა დააყენო ფეხზე?
roni
04 მაისი 2024 14:56
18
კახი, კონგოდან გლობალურ-მენშევიკური ფაშისტური ომის პარტია შემოგვესია, ჩვენი დაჯახება უნდათ გვატემალასთან და ნაცები უმაგრებენ თურმე ზურგს. ჰო, კოლექტიური ნაცები.)) საღამოს *იმედზე* გაუშვით. აბა თქვენ იცით და თქვენმა გაზპრომმა. ისე, კვოტირება როგორი აქვს დოუჯონსის ბირჟაზე, კურსი ხომ არ ეცემა, აქციები ბლომადა გაქვს? ))) მოკლედ, დაიმახსოვრე, კონგოდან მოდიან, სომალის შემოვლით. ))))
დედას გორჯისტანა
04 მაისი 2024 14:55
8
რა უნდა ამ მღვდელს ჩვენგან? ვინაა საერთოდ და რავა, ხვიჩას რავარც ვიტყვით, ხი ხი ხი ხო ხო ხო ხა ხა ხა ისმის? მთლა გადეირიე სიმოონ?
კ ო მ ბ ლ ე
04 მაისი 2024 14:51
13
ხალხი რა დონეზე დააპირსპირეს ერთმანეთს. ძველი და ახალი მთავრობა შეკარი და გადაყარე წყალში. რა ამბავია ქვეყანაში ერთმანეთის ლანძღვა, ზიზღი. როდის უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან
რაბუ
04 მაისი 2024 14:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული