"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" კრიშტიანო რონალდოს შესახებ წერს.

"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, რატომ ტირის კრიშტიანო ყოველი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ?", - წერს ბასილაშვილი "ინსტაგრამზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 19 /
მე გეტყვი ნიკოლოზ, მაქსიმალისტია, არ არსებობს მისთვის გამსვლელი თამაში, თუ მოედანზე ხარ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თუ არ აპირებ ბოლომდე დახარჯვას მაშინ საერთოდ არ უნდა გახვიდე, ისე შენც ჩემო ნიკა რონალდუს ხასიათი რომ გქონოდა დღეს სულ მცირე ათეულში იქნებოდი
მამუკა
27 ივნისი 2024 01:47
12
და მაქსიმალისტი აუცილებლად მტირალა უნდა იყოს? ვაჯკაცი რო იყოს ვერა?
iosebi
27 ივნისი 2024 03:59
16
იოსებ ასეა არიან პორტუგალიელ-ესპანელები და სამხრეთამერიკელები, მიჩვეულები არიან ტირილს და არ უტყდებათ, არ მიაჩნიათ ეგ კაცისთვის დასაძრახად. ნიკოლოზი თამაშებს ყიდდა და ეგ არ უტყდება, ცოლს სცემდა და ეგ არ უტყდება, ბიზნეს-პარტნიორები ფულზე გადააგდო და ეგ არ უტყდება, რონალდუსაც ხომ შეიძლება რამე გრეხი ჰქონდეს?
ioseb-s
27 ივნისი 2024 12:27
15
ნიკოლოზ, შენ 2-3 ტურნირი მოიგე, 1-2 მილიონი იშოვე და რეიტინგით მე-16 ნომერმა ათასეულს მიღმა გადაინაცვლე(არავინ მომედავოს, რომ მხოლოდ ტრავმის ბრალია რეგრესი), რონალდოს კი გოლების გატანის და ტიტულების მოგების ჟინი არ უნელდება, მაგიტომაც არის დიდი სპორტსმენი.
Dato
27 ივნისი 2024 11:24
14
ცუდი ენის პატრონი ხარ შენ დათო.
გიგო
27 ივნისი 2024 17:21
5
კაი რაააა აგრესია არაფერ შუაშიააა
ნინო
27 ივნისი 2024 15:33
0
იმიტომ რომ შენგან განსხვავებით დიდი შრომა აქვს ჩადებული და შედეგი არ კიდია.
ამაშია საქმე
27 ივნისი 2024 10:23
17
იმიტომაც არის დიდი სპორტსმენი!!
ბექა
27 ივნისი 2024 04:12
5
ბავშვობაში ვის არ გიტირიათ წაგების გამო,ძმაკაცმა-გუნდელმა მითხრა კაი რა გატირებს თამაშიაო და უფრო ვიტირე და თან საცემად გამოვეკიდე-დაახლოებით ასეთი ბავშვური-ჟინი,აზარტი,მაქსიმალიზმი-ამიტოა ეს რონალდო და სნეიდერი გასიებული მიკიტანივით
Levani
27 ივნისი 2024 03:16
3
შენ თუ მაგი ვერ გაიგე აქამდე, უკვე გვიანაა ჯიგარო, რომც გითხრან მაინც......
კახა ქ.
27 ივნისი 2024 11:37
10
მაინც ძალიან დიდია ყველა გაგებით,დიდია ზუსტად მაგ ხასიათის გამო რომ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის მოგება და პირველობა უნდა, კვარამაც რა თბილად და კარგად მოიხსენია პრესკონფერენციაზე. თუმცა ჩემთვის ჩემთვის პირველ-მეორე დიეგო და მესი არიან
ზაკო
27 ივნისი 2024 03:37
3
ნიკოლოზ,წუწუნშია ეგ გაკეთებული და მაგიტომ ზუზუნებს ყველაფერზე
მერკუციო
27 ივნისი 2024 09:17
15
რაარი ჯიგრებიო უკვე დავავიწყდათ ნიკა და მისი მიღწევები ? თამაშს თამაშზე რო იგებდა და ჯოკოს და ნადალს საქართელოზე რო ალაპარაკებოლდა მაშინ ხო ელაქუცებოდით ყველა ერთად ? თუ ასეულშიც არარის ნიკა და დავაი გადავუაროთ? უკვე აგარ გინდათ ხო ნიკა ? იმიტომ რომ ასეულშიც არაა ხო ?არ გიტყდებათ? 30 ში საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში ესპანეთთან რო წააგოს იმათ უარეს უმადურობა დაანახებთ და გადაუვლით.ნამდვილ გულშემატკივრებს სახელს ნუ უტეხავთ,ეს არარის გულანთებული გულშემატკივრების კომენტარი
უმადურებს
27 ივნისი 2024 20:41
4
კომენტარებს რომ გადავხედე ძალიან მომეწონა ძალიან ლამაზი სიტყვა მაქსიმალიზმი. მაგრამ არანაკლებ ლამაზია მისი ქართული შესატყვისი გაუმაძღრობა.
გულშემატკივარი
27 ივნისი 2024 21:19
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული